მთავარ შიგთავსზე გადასვლა
ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
“ბეტისი” – “ბარსელონა”. ტიტო ვილანოვა მატჩის შემდეგ

“ბეტისი” – “ბარსელონა”. ტიტო ვილანოვა მატჩის შემდეგ

 

მატჩის შემდეგ პრეს–კონფერენციაზე ტიტო ვილანოვა კმაყოფილი იყო რთული გამარჯვებით: “პირველ 30 წუთში ისე ვთამაშბდით, როგორც მიმდინარე სეზონის საუკეთესო შეხვედრებში. ჩვენ მეტოქის საფრთხეებზე შეხვედრის წინ ვსაუბრობდით. მეტოქეს პირველ ტაიმში 1 მომენტი ჰქონდა, რომელიც გოლით დაასრულა. ამან ჩვენი სიტუაცია გაართულა. მეორე ნახევარში პრესინგი გააძლიერეს და მათ გოლის გატანის შანსები ჰქონდათ. მე კმაყოფილი ვარ. პირველ ტაიმში ჩვენ ვდომინირებდით, მეორე ნახევარში კი ურთულესი მომენტები გადავიტანეთ“.

 

ტიტო ვილანოვამ გააგრძელა, რომ მისი სურვილია ეს გუნდი ისეთად დაიმახსოვრონ, რომელიც არა მხოლოდ კარგად უტევს და იტანს, არამედ ძალიან კარგად იცავს თავს: “ამ “ბარსელონას” დაიმახსოვრებენ იმ სტილისთვის, როგორც თამაშობს. ასევე უნდა გვახსოვდეს დაცვის თამაში. უბრალოდ არაფერი ხდება. ჩვენ 6 წელია ამ სტადიონზე არ მოგვიგია“.

 

“სიამოვნება მივიღოთ მესის თამაშისგან”

 

მწვრთნელმა ასევე ლეო მესის ახალ რეკორდზე გააკეთა კომენტარი: “ჩვენ მოხარულები ვართ, რომ ლეო მესიმ 2 გატანილი გოლით გამარჯვებაში დიდი დახმარება გაგვიწია და დაამაყარა რეკორდი. წლის ბოლომდე მას 3 თამაში აქვს. ვნახოთ, შეძლებს თუ არა კიდევ გატანას. მას წინ დიდი კარიერა აქვს, რადგან ჯერ კიდევ ძალიან ახალგაზრდაა. ის მსოფლიო დონისს ვარსკვლავია“.

 

მწვრთნელი ყველას მესის თამაშით სიამოვნების მიღებას სთავაზობს: “მისგან მეტის მოთხოვნა არ შეიძლება. მიმდინარე წლის მაჩვენებლები წარმოუდგენელია. მოდით დავტკბეთ ამ მომენტით და არ ვიფიქროთ გატანილი გოლების რაოდენობაზე, რომლებსაც ის მომავალში გაიტანს” – დაასრულა ვილანოვამ.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში