მთავარ შიგთავსზე გადასვლა
ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ექიმებმა ალვესს, ალექსისს და ბარტრას თამაშის უფლება მისცეს

ექიმებმა ალვესს, ალექსისს და ბარტრას თამაშის უფლება მისცეს

 

შაბათს ექიმებმა 3 მოთამაშეს მისცეს თამაშის უფლება. მესის გარდა “ბეტისთან” გასამართი შეხვედრის განაცხადში მოხვდნენ ალექსისი და ალვესი. სამივე მათგანი ტიტო ვილანოვას 19 კაციან განაცხადში შევიდა. სამწვრთნელო შტაბის გადაწყვეტილებით განაცხადს მიღმა დარჩნენ მონტოია, დოს სანტოსი და ბარტრა, რომელსაც ასევე დღეს აუნთეს ექიმებმა მწვანე.

 

ბოლო დღეები ბარტრა, სანჩესი და ალვესი განცალკევებით ვარჯიშობდნენ, რათა სწრაფად დაბრუნებოდნენ გუნდს. მარკ ბარტრამ კუნთის დაზიანება 18 ნოემბერს მიიღო. ჩილელმა თავდამსხმელმა ტრავმა ნაკრებში თამაშისას მიიღო, როცა მარჯვენა ტერფი დაიზიანა. დანი ალვესს კი მარჯვენა ფეხის ბარძაყის კუნთი ჰქონდა დაჭიმული.

 

ტიტო ვილანოვას საბოლოო განაცხადი კი ასეთია: ვალდესი, პინტო, ალვესი, პიკე, სესკი, პუიოლი, ჩავი, ვილია, ინიესტა, ალექსისი, მესი, ტიაგო, მასკერანო, ბუსკეტსი, პედრო, ალბა, ადრიანო, სონგი, ტელიო.

 

 

სურათები:


ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში