მთავარ შიგთავსზე გადასვლა
ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
აბიდალი “ბარსელონას” ზამთარში არ დატოვებს

აბიდალი “ბარსელონას” ზამთარში არ დატოვებს

 

“ბარსელონას” მვცელი, ერიკ აბიდალი კლუბს ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის დროს არ დატოვებს. ამის შესახებ განცხადება კატალონიური კლუბის წარმომადგენლებმა გააკეთეს.

 

საქმე ისაა, რომ რამდენიმე საინფორმაციო საშუალებამ გაავრცელა ცნობა იმის შესახებ, რომ “ბარსას” ხელმძღვანელები აპირებენ ერიკ აბიდალთან შეხვედრას და იმის თქმას, რომ მასთან კონტრაქტის გაწყვეტას აპირებენ.

 

შეგახსენებთ, რომ აბიდალს ღვიძლის კიბო აღმოაჩნდა. მას ორჯერ ჩაუტარდა ოპერაცია, აპრილში მან ღვიძლი გადაუნერგეს. ამჟამად ფეხბურთელი ვარჯიშობს, რათა თანაგუნდელებთან ერთად თამაში მოახერხოს.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში