მთავარ შიგთავსზე გადასვლა
ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
დაუნგრეველი სტერეოტიპი, ანუ უგუნურობის ზეიმი

დაუნგრეველი სტერეოტიპი, ანუ უგუნურობის ზეიმი

სტერეოტიპის შექმნა ისეთივე ადვილია, როგორც ანდრეა პირლოსთვის თერთმეტმეტრიანის გატანა.

თურმე ერთმა არაბმა თავი აიფეთქა და თან რამდენიმე სხვა პიროვნებაც “გაიყოლა” იმქვეყნად. რამდენიმე კვირის შემდეგ მეორე არაბმაც ჩაიდინა კრიმინალი, ოღონდ საკუთარი თავის მოკვლის ნაცვლად, შენობაში შევარდა და სხვები დახოცა. ამ ყველაფრის შემდეგ კი ჟურნალ–გაზეთები თუ რადიო–ტელევიზიები ამბობენ, რომ ყველა არაბი ტერორისტია. გადის თვეები და იგივეს აკეთებს ამერიკის შეერთებული შტატების მოქალაქე, აფეთქებს რა ხალხს და დროზე ადრე ატოვებინებს ამ წუთისოფელს. ამის შემდეგ მედია ამბობს, რომ მას უბრალოდ ფსიქოლოგიური პრობლემები აქვს და კარგი მკურნალობა მდგომარეობიდან გამოიყვანს…არაბი ტერორისტია და სიკვდილით უნდა დაისაჯოს, ხოლო “განვითარებული” ამერიკელი ჯანმრთელობას უჩივის და რაც ჩაიდინა მისი ბრალი არაა.

ერთმა შავკანიანმა, რომელიც აფრიკული ქვეყნიდან არის წამოსული, მაღაზია გაძარცვა და ფული მოიპარა. მეორე დღეს კიდევ ერთმა შავი ფერის პიროვნებამ მოიპარა ფული, ამ შემთხვევაში ბანკიდან. მესამე დღეს თეთრკანიანმა ადამიანმაც გამოიჩინა თავი და იარაღით დაშინების შემდეგ უბრალო მოქალაქეს საფულე და ტელეფონი წაართვა. მედიას ღიად თქმა მაინც “ერიდება”, თუმცა ნამდვილად ახვედრებს ხალხს, რომ შავკანიანები ქურდები არიან და რომ სწორედ ყველა იმ ორისნაირია, რომლებმაც ქურდობებში მიიღეს მონაწილეობა. მედია ასევე საუბრობს თეთრკანიანზეც, რომელმაც პიროვნება დააყაჩაღა. გაზეთებში იწერება, რომ ის ერთი საცოდავი გაჭირვებული კაცია და ეს რომ არ ექნა სიცოცხლეს დროზე ადრე დაასრულებდა, უჭმელობით დაიღუპებოდა. ანუ რა გამოვიდა: ყველა “ნიგერი” ქურდია, ხოლო ყველა თეთრი–ანგელოზი.

ზემოთ მოყვანილი მაგალითები წარმოდგენას ქმნის თუ როგორ შეიძლება სტერეოტიპის შექმნა, რომლის დამსხვრევაც ძალიან რთულია.

 

ერთხელ ფეხბურთის ერთ “ნამდვილ” ქომაგს უთქვამს, ლიონელ მესის ჩავი ერნანდესი და ანდრეს ინიესტა რომ არ ჰყავდეს ვერაფერს გახდებაო. ეს განცხადება მეორეს მოსწონებია და მასაც გაუპიარებია. ამის შემდეგ მესამე პირს აუტაცია და თავის მხრივ გაუვრცელებია კიდეც…

გაფრთხილება: შეიქმნა ახალი სტერეოტიპი, რომელსაც “ჩემს ფეხებს” დაანგრევთ!!!

 

დიახ, ჩავი და ინიესტა ამ დროისათვის ყველაზე საუკეთესო წყვილია ნახევარდაცვაში! დიახ, ისინი საოცრებებს აკეთებენ მოედანზე! დიახ, ისინი ნამდვილი ჯადოქრები და “ბარსელონას” ლეგენდები არიან! მაგრამ, არგუმენტი, ვითომ “ჩავიესტა” რომ არა მესი ვერაფერს იზამდა, სრული აფსურდია და ამას ლეო ყოველ მატჩში ამტკიცებს. ძალიან საინტერესოა, რომ ვინც არგენტინელის გენიოსობას ესპანელ ნახევარმცველებს აბრალებს, “ბარსას” თამაშისთვის წლებია არ უყურებია. 

 

“ანდრესი და ერნანდესი ცენტრში აგორავებენ ბურთს, შემდეგ დაინახავენ საჯარიმოში მარტო მყოფ მესის, აძლევენ პასს და ატანინებენ გოლს.” საოცარია ფეხბურთის ნამდვილმა გულშემატკივარმა ასეთი რამ როგორ უნდა დაწეროს მაშინ, როცა ლიონელის მიერ წელს გატანილი 84 გოლის 70% საკუთარი ინდივიდუალურობის და კლასის ხარჯზე იყო. სამგზის “ოქროს ბურთის” პრიზიორი აქეთ ატანინებს ხოლმე გოლებს თანაგუნდელებს და სწორედ ამის დამსახურებაა მას უკვე 24 შედეგიანი გადაცემა რომ დაუგროვდა, რაც თავდამსხმელისთვის, რომელსაც კიდევ 84–ჯერ აქვს აღებული მეტოქის კარი ფენომენალური შედეგია.

 

რა თქმა უნდა ყველას ერთი ფეხბურთელი ვერ ეყვარება, მაგრამ როდესაც ვინმეს სხვა მოსწონს, იმის მტკიცება რომ ის სხვა საუკეთესოა არ არის მართებული. შესაძლოა ვინმესთვის “ის სხვა” საუკეთესოა, მაგრამ სინამდვილეში ასე არ არის. ყველას საკუთარი შეხედულება აქვს, თუმცა…

 

…ვისაც ფეხბურთი ნამდვილად უყვარს და ამ სპორტით სიამოვნებას იღებს, განურჩევლად იმისა, თუ რომელი გუნდის გულშემატკივარია, ხმამაღლა აღიარებს და იტყვის, რომ ლიონელ მესი დღეისათვის საუკეთესო მოთამაშეა. დღეისათვის სწორედ მისი ჯადოსნობის ნახვა სურს და სიამოვნებს თითოეულ ადამიანს. სწორედ მას ადარებენ ისეთ ლეგენდარულ ფეხბურთელებს, როგორებიც დიეგო არმანდო მარადონა და ედსონ არანტეშ დუ ნასიმენტუ არიან. სწორედ მას აკლია ერთი გოლი გერდ მიულერის საოცარი რეკორდის გასაუმჯობესებლად. სწორედ მას უწინასწარმეტყველებენ ყველა დროის საუკეთესოობას…

 

ეს ხომ მესია, ლიონელ ანდრეს მესი–პატარა გენიოსი.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში