მთავარ შიგთავსზე გადასვლა
ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
“ბარსელონა” ადრიანოსთვის ახალ კონტრაქტს ამზადებს

“ბარსელონა” ადრიანოსთვის ახალ კონტრაქტს ამზადებს

 

კატალონიურ კლუბში ძალიან კმაყოფილები არიან იმით, თუ როგორ ირჯება ბრაზილიელი ფეხბურთელი.

 

ადრიანო ბოლო პერიოდში ძალიან დამაჯერებლად ასპარეზობს ბევრ პოზიციაზე. ფეხბურთელი უმეტესად მარცხენა მცველად გვევლინება, თუმცა მან ასევე შეითავსა მარჯვენა და ცენტრალური მცველების პოზიცია. ამით სამწვრთნელო შტაბი და კლუბის ხელმძღვანელობა ძალიან კმაყოფილი. მიმდინარე სეზონში ბრაზილიელი უნივერსალი გუნდის მე–4 საუკეთესო ბომბარიდირია, მას 5 გოლი აქვს გატანილი.

 

ვრცელდება ინფორმაცია, რომ “ბარსელონა” 28 წლის ადრიანო კორეიას კონტრაქტის 1 წლით გახანგრძლივებას და ფინანსური საკითხების გაუმჯობესებას შესთავაზებს. ადრიანოს მიმდინარე კონტრაქტი “ბარსელონასთან” 2014 წლის ბოლომდე აკავშირებს.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში