მთავარ შიგთავსზე გადასვლა
ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ლა ლიგის მომდევნო 3 ტურის განრიგი ცნობილია

ლა ლიგის მომდევნო 3 ტურის განრიგი ცნობილია

 

შაბათს ესპანეთის ფეხბურთის ფედერაციაში მომავალი ტურების მატჩების განრიგი გახდა ცნობილი. როგორც იცით მე–15 ტურში “ბარსელონა” სტუმრად “ბეტისს” დაუპირისპირდება, შეხვედრა 21 საათზე გაიმართება. მე–16 ტურში კატალონიელები შინ მადრიდის “ატლეტიკოს” უმასპინძლებენ, მატჩი 16 დეკემბერს, 21 საათზე დაიწყება. 6 დღის შემდეგ, 22 დეკემბერს “ბარსელონა” სტუმრად ითამაშებს “ვალიადოლიდთან”, მატჩის დაწყების დრო 18 საათია.

 

“ბარსა ბ” შაბათს ითამაშებს

 

ასევე ცნობილი გახდა “ბარსა ბ”–ს განრიგი. ეუსებიო საქრისტიანის შეგირდები 15 დეკემბერს, სტუმრად “ალკორკონს” დაუპირისპირდებიან (18 საათი). 2012 წლის უკანასკნელ შეხვედრას კი “მინი ესტადი” უმასპინძლებს. 22 დეკემბერს “ბარსა ბ” 16 საათზე “ჟირონას” უმასპინძლებს.

 

* შეხვედრები მოცემულია ესპანეთის დროით

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში