მთავარ შიგთავსზე გადასვლა
ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ისინი შეეჩვივნენ “ოქროს ბურთს”

ისინი შეეჩვივნენ “ოქროს ბურთს”

 

მას შემდეგ, რაც “ოქროს ბურთის” 3 ფინალისტს შორის 2 “ბარსელონელი” მოხვდა შეიძლება ითქვას, რომ კატალონიელები განაგრძობენ ყველაზე პრესტიჟული ჯილდოსთვის ბრძოლაში დომინირებას. 2004 წლის შემდეგ ფინალისტებს შორის “ბარსელონას” 1 მოთამაშე მაინც ხვდება. ერთადერთი გამონაკლისი 2006 წელი იყო, სადაც მიუხედავად ჩემპიონთა ლიგაში გამარჯვებისა “ბარსელონას” არცერთი კანდიდატი არ იყო.

 

3 გზის გამარჯვებული ლეო მესი

 

ბოლო წლების მუდმივი მონაწილე ლეო მესია, რომელიც ზედიზედ 3 წელია ამ ჯილდოს მფლობელი ხდება. ის ამ მაჩვენებლით უტოლდება ვან ბასტენს, პლატინის და კრუიფს. თუკი ის მეოთხედ მოახერხებს გამარჯვებას, მაშინ რეკორდსმენი იქნება.

 

2011, 2010 და 2009 წლების გარდა, სადაც ის გამარჯვებული ხდებოდა 2008 წელს არგენტინელი მეორე ადგილზე გავიდა, ხოლო 2007 წელს მესამეზე.

 

დაფასება სტილს

 

ჩავი ერნანდესი და ანდრეს ინიესტა ბოლო 3 წელია ასევე მუდმივად მონაწილეობენ ცერემონიაში “ბარსაში” და ესპანეთის ნაკრებში ნაჩვენები თამაშის გამო. ჩავი ბოლო 3 წლის განმავლობაში მესამე ადგილს იკავებდა, ხოლო ანდრეს ინიესტამ 2010 წელს მეორე ადგილი აიღო. 2010 წელს სამეული სრულად “ბარსელონას” მოთამაშეებით იყო დაკომპლექტებული.

 

ამ 3 მოთამაშემდე “ბარსას” სამეულს “ოქროს ბურთისთვის ბრძოლაში რონალდინიო და დეკუ წარმოადგენდნენ. ბრაზილიელმა ეს ჯილდო 2005 წელს მოიგო, ხოლო 1 წლით ადრე მესამე ადგილოსანი გახდა. პორტუგალიელი 2004 წელს მეორე იყო, მაშინ წლის პირველი ნაწილი მას “პორტუში” ჰქონდა გატარებული.

 

“ბარსელონას” 6 ფეხბურთელი ამ ჯილდოს მფლობელია

 

ლუის სუარესი (1960), იოჰან კრუიფი (1973 და 1974), ხრისტო სტოიჩკოვი (1994), რივალდო (1999), რონალდიონიო (2005) და ლეო მესი (2009, 2010 და 2011) ის მოთამაშეები არიან, რომლებმაც “ოქროს ბურთის” ჯილდო იმ დროს მოიგეს, როცა “ბარსელონას” ღირსებას იცავდნენ.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში