მთავარ შიგთავსზე გადასვლა
ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
“ოქროს ბურთი”: ჩავი მეოთხე, ფალკაო მეხუთე?

“ოქროს ბურთი”: ჩავი მეოთხე, ფალკაო მეხუთე?

 

ესპანური პრესის წარმომადგენლები გაიგეს, თუ როგორ გადანაწილდა ადგილები “ოქროს ბურთის” გამოკითხვის შედეგად.

 

შეგახსნებეთ, რომ გუშინ ცნობილი გახდა “ოქროს ბურთის” 3 ფინალისტის ვინაობა. ესენი არიან ლეო მესი, ანდრეს ინიესტა და კრიშტიანუ რონალდუ.

 

2008 წლის შემდეგ პირველად ჩავი ერნანდესი ფინალისტებს შორის ვერ მოხვდა. 2009, 2010 და 2011 წლების მესამე ადგილოსანმა ამჯერად “Mundo Deportivo”–ს ინფორმაციით მე–4 ადგილი დაიკავა.

 

მას შემდეგ მოდის მადრიდის “ატლეტიკოს” მთავარი გოლეადორი, რადამელ ფალკაო. თუკი ეს ინფორმაცია სწორი იქნება, მაშინ “ოქროს ბურთის” ჯილდოსთვის მებრძოლი ფეხბურთელების პირველი ხუთეული პრიმერა დივიზიონის მოთამაშეებით იქნება დაკომპლექტებული.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში