“ბარსელონას” ყოფილმა ფეხბურთელმა, ლუის სუარესმა განაცხადა, რომ ესპანეთის ნაკრების ნახევარმცველს, ანდრეს ინიესტას ძალიან გაუჭირდება “ოქროს ბურთის” ჯილდოს მოგება.
შეგახსენებთ, რომ “ოქროს ბურთის” 3 ფინალისტი გუშინ გახდა ცნობილი. ანდრეს ინიესტასთან ერთად ამ ჯილდოსთვის ლეო მესი და კრიშტიანუ რონალდუ იბრძოლებენ.
“მესის და რონალდუს ძალიან დიდი მიღწევები აქვთ, რათა ეს ჯილდო მიიღონ. მე მეჩვენება, რომ მესიმ უფრო მეტად დაიმსახურა. რაც შეეხება ინიესტას, მას ძალიან გაუჭირდება გამარჯვება, რადგან ის ორ გენიოსს ეჯიბრება. მას უფრო მეტი შანსი ჰქონდა, როცა ესპანეთის ნაკრების მსოფლიოს ჩემპიონი გახდა” – განაცხადა ლუის სუარესმა.



