მთავარ შიგთავსზე გადასვლა
ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
სუბისარეტა: “ამბობენ, რომ “ბარსელონა” ჩემპიონი გახდება? ღმერთმა ქნას..”

სუბისარეტა: “ამბობენ, რომ “ბარსელონა” ჩემპიონი გახდება? ღმერთმა ქნას..”

კატალონიის “ბარსელონას” სპორტულმა დირექტორმა ანდონი სუბისარეტამ განაცხადა, რომ გუნდის გულშემატკივარს გარკვეული ეიფორია აქვთ. იტყობინება ესპანური პრესა. 

 

შეგახსენებთ, რომ პრიმერა დივიზიონის მე-13 ტურის შემდეგ “ბარსელონასა” და “რეალის” სხვაობა 11 ქულას შეადგენს, კატალონიელთა სასარგებლოდ. ბევრი უკვე ფიქრობს, რომ მადრიდელები უკვე ვეღარ გაუწევენ კონკურენციას კატალონიელებს ამ სეზონში. 

 

“ჩვენს წინაშე ახლა ნოემებერია, სეზონი კი მაისში მთავრდება. მაგრამ ჩვენ ბედნიერნი ვართ განვითარებული მოვლენებით და იმითაც, რომ გუნდს ტრავმირებული ტიაგო ალკანტარა და ადრიანო კორეია დაუბრუნდნენ. ამბობთ, რომ “ბარსელონას” ფანები უკვე საჩემპიონო სიმღერებს მღერიან ? ღმერთმა ქნას.. ამ მომენტისთვის განსხვავებული ეიფორია სუფევს, რომლითაც შეგვიძლია დავტკბეთ.” – განაცხადა სუბისარეტამ. 

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში