“ფლამენგოს” თავდამსხმელი, ვაგნერ ლავი ძალიან სკეპტიკურადაა განწყობილი ბრაზილიის ნაკრების თავკაცად “ბარსელონას” ყოფილი მთავარი მწვღთნელის, პეპ გვარდიოლას შესაძლო დანიშვნით.
ვაგნერი მიიჩნევს, რომ 5 გზის ჩემპიონების თავკაცად პეპ გვარდიოლას ახლა დანიშვნა არასწორი იქნება.
“რა თქმა უნდა, პეპ გვარდიოლა ნებისმიერი ნაკრებისთვის ძალიან კარგი მწვრთნელი იქნება, თუმცა მსოფლიოს 2014 წლის ჩემპიონატამდე მას საკმარისი დრო არ ექნება, რათა აჩვენოს ის, თუ რაც გააკეთა “ბარსელონაში”. დროის ასეთ მცირე მონაკვეთში მას გუნდისთვის საკუთარი ფილოსოფიის შესაწავლა ძალიან გაუჭირდება” – განაცხადა ბრაზილიელმა მოთამაშემ.



