საერთაშორისო საფეხბურთო ფედერაციამ (FIFA) და პროფესიონალ ფეხბურთელთა საფეხბურთო ფედერაციამ (FIFPro) გამოაქვეყნეს იმ ნახავარმცველების სია, რომლებიც წლის სიმბოლურ ნაკრებში 3 პოზიციას შეავსებენ.
სია 15 ფეხბურთელისგან შედგება: ჩაბო ალონსო (ესპანეთი, “რეალი), სერხიო ბუსკეტსი (ესპანეთი, “ბარსელონა”), სესკ ფაბრეგასი (ესპანეთი, “ბარსელონა”), სტივენ ჯერარდი (ინგლისი, “ლივერპული), ედენ აზარი (ბელგია, “ჩელსი”), ანდრეს ინიესტა (ესპანეთი, “ბარსელონა”), ფრენკ ლემპარდი (ინგლისი, “ჩელსი”), ლუკა მოდრიჩი (ხორვატია, “რეალი”), მესუთ იოზილი (გერმანია, “რეალი”), ანდრეა პირლო (იტალია, “იუვენტუსი”), ფრანკ რიბერი (საფრანგეთი, “ბაიერნი”), დავიდ სილვა (ესპანეთი, “მანჩესტერ სიტი”), ბასტიან შვაინშტაიგერი (გერმანია, “ბაიერნი”), იაია ტურე (კოტ დ’ივუარი, “მანჩესტერ სიტი”), ჩავი ერნანდესი (ესპანეთი, “ბარსელონა”).
შეგახსენებთ, რომ წლის სიმბოლური ნაკრები ცნობილი 2013 წლის 7 იანვარს გახდება. ცერემონია ციურიხში ჩატარდება, სადაც ასევე 2010 წლის მსოფლიოს საუკეთესო მოთამაშეს გამოავლენენ.