მთავარ შიგთავსზე გადასვლა
ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
კარლოსი: “მესი სანახაობრივად თამაშობს, მაგრამ “ოქროს ბურთი” რონალდუს ეკუთვნის”

კარლოსი: “მესი სანახაობრივად თამაშობს, მაგრამ “ოქროს ბურთი” რონალდუს ეკუთვნის”

მახაჩკალის “ანჟის” დირექტორმა და წარსულში ცნობილმა ბრაზილიელმა რობერტო კარლოსმა მადრიდის “რეალის” ფორვარდი კრიშტიანუ რონალდუ და კატალონიის “ბარსელონას” თავდამსხმელი ლიონელ მესი ერთმანეთს შეადარა. იტყობინება სამხრეთამერიკული პრესა.

 

ბრაზილიელმა განაცხადა, რომ 2011/2012 წლის საუკეთესო ფეხბურთელის წოდებას კრიშტიანუ რონალდუ იმსახურებს.

 

“მესი გაცილებით უფრო სანახაობრივ ფეხბურთს აჩვენებს, მაგრამ მე კრიშტიანუ რონალდუს ღირსეულ “ოქროს ბურთის” მფლობელად ვთვლი და ეს ჯილდო სწორედ მან უნდა მიიღოს. საბოლოოდ მესის თამაში დამოკიდებულია ჩავიზე ინიესტაზე და ალვეშზე. ლეომ ეს ჯილდო იმდენჯერ მოიგო, რომ ამ ჯილდოს არმიღების შემთხვევაშიც არაფერი არ შეიცვლება. მესი უნიკალური ფეხბურთელია.” – განაცხადა რობერტო კარლოსმა. 

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში