მთავარ შიგთავსზე გადასვლა
ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ანდრეს ინიესტა: ბოლო დონე

ანდრეს ინიესტა: ბოლო დონე

 

 

ის ბევრი სახელითაა ცნობილი: The solutions man, Illusionista, Da Viniesta, Don Andrés, Andresito, Pale Knight, San Andrés, El héroe de Johannesburgo, Heartbreaker, Choir Boy, El genio de La Mancha, El mago de Fuentealbilla, El Caballero Blanco, El Fantasmita, El Cerebrito, Dulce Iniesta, El Mago Iniesta, El Sabio, Gasparin, El dios del futbol, Anguila Eléctrica, El Anti-Galactico, Humble Genius.

 

შვედურში ხშირად გამოიყენება ფრაზა : “Kärt barn har många namn” (ძვირფას ბავშვს ბევრი სახელი აქვს). მას ვინც ჩვენ გვიყვარს ყოველთვის ბევრი სახელით მოვიხსენიებთ.  ეს ერთ–ერთი გზაა, რომ ანდრეს ინიესტა აღვწეროთ. ალბათ ცოტაა ისეთი ფეხბურთელი, რომელსაც იმდენი მეტსახელი აქვს, რამდენიც ინიესტას. ასევე არ ვარ დარმწუნებული, რომ რომელიმე ფეხბურთელი ისე უყვართ, როგორც ინიესტა. ის საოცარია. მის მიმართ ყველა პოზიტიურადაა განწყობილი.

 

ანდრეს ინიესტას მეტსახელები სამ კატაგორიად იყოფიან და მთლიანობაში ანდრესს წამოარდგენენ. მთლიანად გვიხატავენ მის გენიალურ თამაშს, გარეგნობას და პიროვნულ თვისებებს. ჩვენ შეგვიძლია მისი მეტსახელებით ბოლომდე დავახასიათოთ ‘’ბარსელონას’’ ნახევარდაცვის ერთ–ერთი შემოქმედი და დავამტკიცოთ, რომ ის მართლაც იმსახურებს 2012 წლის საუკეთესო ფეხბურთელის წოდებას.

 

ფეხბურთი

 

Illusionista, The solutions man, Da Viniesta, El Mago Iniesta, El Sabio, El genio de La Mancha, El Cerebrito, Anguila Eléctric.  ეს ის სახელებია, რომლებიც ინიესტას თამაშს ახასიათებს.  მოედანზე ინიესტა კრეატიულია, ბრძენია, საფეხბურთო მეცნიერია. მას თითქოს ჯადოსნური სათვალე უკეთია. სხვისთვის ყველასთვის შეუძლებელია დაინახოს მოედანზე ის, რასაც ანდრესი დაინახავს. იგი ყველა პრობლემის მოგვარებას ასწრებს და მომავლისთვის საფეხბურთო ღმერთთა პანთეონში ადგილს ნელ–ნელა იბევებს.  არაჩვეულებრივი, არაორდინალური გრძნობა გეუფლება, როდესაც მოედანზე მის თამაშს უყურებ. ინიესტა შენზე ახდენს შთაბეჭდილებას, რომ რთული რამის გაკეთება მარტივად შეიძლება, მაგრამ ეს მხოლოდ ილუზიაა. რთული რამის მარტივად გაკეთება მხოლოდ ერთეულებს შეუძლიათ, ისეთ ერთეულებს, როგორიც თვითონაა. უყურებ და თვალებს ვერ უჯერებ, მოედანზე დაცურავს, მართლა დაცურავს ელეგანტურად და მოხდენილად მეტოქეთა გარემოცვაში. შემდეგ კი იცი რა მოხდება, გრძნობ რა მოხდება, მაგრამ ვერ იტყვი, არ შეგიძლია. იქნება რამე ორდინალურს მოკლებული, გენიალური.

 

ბოლო რამდენიმე სეზონში ანდრესმა რამდენიმე დაზიანება მიიღო. ხოლო როცა ტრავმის შემდეგ ბრუნდებოდა გრძნობდი, თუ რა გაკლდა რაღაც დროის განმავლობაში. როცა ბრუნდებოდა შთაბეჭდილება გრჩებოდა, რომ პირველად უყურებდი მის თამაშს. იგი ყოველთვის განსხავებულს აკეთებს. მას აქვს უნარი ყოველ ჯერზე დაატყვევოს მსოფლიო.  სწორედ ესაა კრეატივი. ალბათ ყველა დარწმუნებულია, რომ ნებისმიერი ინდივუდუალური ჯილდოს მოგების კანდიდატთა შორის ინიესტა ყოველთვის იქნება, სანამ ფებხურთს ითამაშებს.

 

მას კიდევ აქვს რამდენიმე მეტსახელი, რომელიც მის გენიას ახასიათებს: San Andrés, Don Andrés, El dios del futbol, El héroe de Johannesburgo. ყოველთვის შეგიძლია გქონდეს ანდრესის იმედი, დარწმუნებული ხარ, რომ ის არასდროს გიღალატებს. მას ჰქონდა რთული პერიოდებიც, მაგრამ კრიტიკულ მომენტში ყოველთვის გუნდის გვერდით იდგა. ინიესტას ორი მომენტი კი სამუდამოდ დარჩა ისტორიის კუთვნილებად. 2009 წლის 6 მაისი ლონდონი და 2010 წლის 9 ივლისი იოჰანესბურგი.

 

გარეგნობა

 

Pale Knight, El Caballero Blanco, El Fantasmita, Gasparin. გარეგნობის დამახასიათებელი მეტსახელები.  ინიესტას ადრე პიგმენტურმა დაავადებამ შეუტია და მის კანის ფერზე თავისი კვალი დატოვა, რომელზეც კატალონიურ ტელევიზიებში ხშირად ხუმრობენ. ეს ყველაფერი მას ხელს არაფერში უშლის. მას არასდროს ჰქონია მიდრეკილება საყურეების და ტატუებისადმი. ის არასდროს შეცვლის იმას, რაც ბუნებამ არგუნა. ანდრეს ინიესტას კი ბოლომდე ავსებს და მთლიან სახეს გვიხატავს მისი პიროვნული თვისებები.

 

პიროვნება

 

Andresito, El mago de Fuentealbilla, Dulce Iniesta, El Anti-Galactico, Humble Genius.ეს ის მეტსახელებია, რომელიც ინიესტას პიროვნებას გამოხატავს. თავმდაბალი, წყნარი და ტკბილი – ინიესტას მთავარი თვისებები. იგი ყოველთვის იყო გამორჩეული ფეხბურთელი, მაგრამ მედიამ და საზოგადოებამ ცოტა გვიან შენიშნა.  მიუხედავად იმისა, რომ ანდრესმა ბარსასთან ერთად 19 ტიტული მოიგო და ამასთანავე ესპანეთის ნაკრებთან ერთად ორჯერ ევროპის და ერთხელ მსოფლიო ჩემპიონატები, ის კვლავ რჩება ისეთივე ბიჭად, როგორიც ლა მასიაში იყო 12 წლის ასაკში. რთულია ანდრეს ინიესტას გზა გაიარო და არ შეიცვალო, იგი ამაშიც გამორჩეულია. იგი არც არასდროს შეიცვლება, ანდრესი ხომ ფალსიფიცირებული არააა, ის რეალურია, ნამდვილია.

 

ფრანკ რაიკაარდის დროიდან მოყოლებული ინიესტას არასდროს სჭირდებოდა სხვა მოთამაშეების მსგავსად პრესაზე მუშაობა, ეს ყველაფერი თავისთავად ხდებოდა და ხდება. პეპ გვარდიოლა კი მასზე ამბობდა: ‘’ მისი ხასიათი იწვევს მის პოპულარობას ბუნებრივად. მას აქვს განსაკუთრებული ხიბლი, შარმი’’.

 

ოქროს ბურთის მოგების კანდიდატი

 

პირდაპირ ვთქვათ.., ინიესტა იმსახურებს 2012 წლის საუკეთესო ფეხბურთელის წოდებას.  მთლიანობაში, მისი მთლიანი კარიერა რომ განვიხილოთ და განსაკუთრებით წლევანდელი წელი ამას მივხვდებით.  უმაღლეს ორგანოებში არსებული კრიტერიუმებს ის სრულად აკმაყოფილებს: კლასი (ტალანტი,  fair play), ქარიზმა და კარიერა.

 

ოქროს ბურთისკენ მიმავალ გზაზე ანდრესს რამდენიმე რთული ბარიერი დახვდება. მას კონკურენციას ალბათ კრისტიანო რონალდუ და ლიონელ მესი გაუწევენ. ასევე იმოქმედებს ის ფაქტორი, რომ ‘’ბარსელონამ’’ კოპა დელ რეის გარდა ვერ შეძლო სხვა მნიშვნელობანი ტიტულის მოგება. კრისტიანო ესპანეთის ჩემპიონი გახდა, ხოლო მესი პრიმერას და ჩემპიონთა ლიგის მთავარი მეგოლე (ოქროს ბუცის მფლობელი). მაგრამ ინიესტასაც აქვს განადაგურებელი იარაღი თავის ხელში. უმთავრესი ტიტული ნაკრებთან ერთად და იმ ტურნირის გმირის წოდება. ის ალბათ ამ იარაღს მიმართავსს თავისი კონკურენტებისკენ ოქროს ბურთისთვის ბრძოლაში.

 

როგორც ‘’ბარსაში’’, ისევე ნაკრებში ინიესტა არაა რიგითი ფეხბურთელი. პირიქით, იგი თავისი გუნდის ძირითადი კრეატიული ძალაა, რაც ზაფხულში კარგად გამოჩნდა ევროპის ჩემპიონატზე. იქ არ იყო იგივე ატმოსფერო და სული, რაც 2010 წლის გუნდში. ნაკრებს აკლდა 2 წამყვანი მოთამაშე, პუიოლი და ვილია. ინიესტამ თავისთავზე აიღო, აიღო და აღარც დაუშვა. გუნდი წაუყვანა და ბოლომდე მიიყვანა.

 

როდესაც ყველაფერს შევაჯამებთ, ბევრი რამე ცხადი გახდება. ანდრეს ინიესტა არ არის ჩვეულებრივი, თანამედროვე ფეხბურთელი. იგი არის ულტრათანამედროვე, ბოლო დონის მოდელი, რომელსაც წუნი უბრალოდ არ გააჩნია….

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში