workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
21 ფეხბურთელი გაემგზავრება მოსკოვში

21 ფეხბურთელი გაემგზავრება მოსკოვში

 

ტიტო ვილანოვამ ჩემპიონთა ლიგის შეხვედრის განაცხადში 21 მოთამაშე შეიყვანა. სიახლეა განაცხადში სერხიო ბუსკეტსის დაბრუნება, რომელმაც “სარაგოსასთან” მატჩი დისკავლიფიკაციის გამო გამოტოვა. ასევე დიკვალიფიკაციის გამო მას მოუწია “სელტიკთან” ჩატარებული ორივე მატჩის ჩატარება. კარლეს პუიოლი ასევე ლიგის განაცხადში ბრუნდება. მარკ ბარტრა დღეს მიღებული ტრავმის გამო გუნდს 15–20 დღის განმავლობაში ვერ დაეხმარება.

 

პირველი გუნდის ფეხბურთელებთან ერთად ტიტომ განაცხადში ფილიალის რამდენიმე მოთამაშე შეიყვანა: კრისტიან ტელიო, ოიერ ოლაზაბალი, სერხი რობერტო და დეულოფეო.

 

ვარჯიში და აღდგენა

 

მოსკოვში გაფრენის წინ გუნდმა ბოლო ვარჯიში ჩაატარა “სიუტატ ესპორტივაზე”. ის მოთამაშეები, რომლებიც “სარაგოსასთან” მატჩში ძირითადში იმყოფებოდნენ მსუბუქად იტვირთებოდნენ. სესია 11:30 საათზე დაიწყო, რომელსაც ფილიალის მოთამაშეები ესწრებოდნენ: რაფინია, ჟოან ანგელი და კვინტილა.

 

მატჩის განაცხადი: ვალდესი, პინტო, ოიერი, ალვესი, პიკე, სესკი, პუიოლი, ჩავი, ვილია, ინიესტა, მესი, დოს სანტოსი, მასკერანო, ბუსკეტსი, პედრო, ალბა, მონტოია, სონგი, ტელიო, სერხი რობერტო, დეულოფეუ.

 

                                   [media=http://www.youtube.com/watch?v=cub0JoXCgAM]

 

სურათები:


sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward