გახსოვთ რომარიოს გოლები “ბარსელონაში” ? გთავაზობთ სწორედ ლეგენდარული ბრაზილიელის გოლებს რომელიც მან 1993-1995 წლებში გაიტანა. არ გამოტოვოთ მის მიერ “მადრიდის” კარში გატანილი გოლი, მატჩი 5:0 დასრულდა. ასევე “ოსასუნასთან” გატანილი საკმაოდ ცნობილი პარაშუტისებრი გოლი.
Barça TV იწყებს ახალ პროექტს, სახელწოდებით “ლეგენდარული ფეხბურთელები”, ეს იმ ფეხბურთელებს ეძღვნება , რომლებმაც “ბარსელონას” ისტორია შეცვალეს, შუსტერიდან დაწყებული ეტო’ოთი დასრულებული. გულშემატკივრებს ისინი ახსოვთ, როგორც “ბარსელონას” ვარსკვლავები, როგორც კუმანი, გვარდიოლა, ლუის ენრიკე, კლიუვერტი, რივალდო და რონალდინიო. ამ პროექტის პირველი გმირი რომარიო დე სოუზა ფარია გახდა – “ბარსას” ექს-ფეხბურთელი 90-იან წლებში. ბრაზილიელი ფეხბურთელი მეტოქის კარში არანაკლებ გოლებს იტანდა მას ლა ლიგისა და ესპანეთის სუპერთასის მოგებაში უდიდესი წვლილი შეჰქონდა.
[media=http://www.youtube.com/watch?v=JfVBnVZyQN0]



