მთავარ შიგთავსზე გადასვლა
ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
სავარჯიშო სესია “ბარსა ბ”–სთან ერთად

სავარჯიშო სესია “ბარსა ბ”–სთან ერთად

 

ის 5 ფეხბურთელი, რომელიც დღეს გასამართ ამხანაგურ შეხვედრებში არ იხმეს ეუსებიო საქრისტიანის “ბარსელონა ბ”–სთან ერთად ვარჯიშობდნენ. პინტო, პიკე, პუიოლი (რომელსაც უკვე თამაშის უფლება მისცეს), დოს სანტოსი და ჩავი დილით ახალგაზრდა მოთამაშეებთან ერთად იტვირთებოდნენ.

 

ალექს სონგი და ადრიანო კორეია კი დარბაზში ვარჯიშობდნენ. ტიაგო ალკანტარა მოედანზე, სპეციაულური პროგრამით იტვირთებოდა. “ბარსას” მე–11 ნომერი აღდგენის ბოლო ეტაპზეა და უახლოეს მომავალში ტიტო ვილანოვას განკარგულებაში იქნება.

 

ხვალინდელი ვარჯიში 18 საათზე

 

პირველი გუნდი, მათ შორის სანაკრებო შეხვედრებზე გამოძახებული ყველა მოთამაშე ხვალ ვარჯიშს 18 საათზე, “სიუტატ ესპორტივაზე” ჩაატარებენ. ვარჯიში პრიმერას მე–12 ტურის მატჩისთვის მოსამზადებლად ჩატარდება. შაბათს, 23 საათზე (თბილისის დროით) “ბარსელონა” შინ “სარაგოსას” უმასპინძლებს.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში