კატალონიის “ბარსელონას” ექს-ნახევარმცველმა, დეკუმ მისი ყოფილი გუნდის თავდამხსმელი ლიონელ მესი, “რეალის” ლიდერი კრიშტიანუ რონალდუ და “სანტოსის” ამომავალი ვარსკვლავი ნეიმარი ერთმანეთს შეადარა. იტყობინება ესპანური პრესა.
დეკუ თვლის, რომ საუბარი იმ ფეხბურთელებზეა, რომლებიც ერთმანეთს არაფრით არ ჩამოუვარდებიან.
“რა თქმა უნდა, მესი მსოფლიოში საუკეთესოა. ის ყველას აოცებს საკუთარი თამაშით და აგრძელებს ახალი რეკორდების დამყარებას. ეს ყველაფერი საკმაოდ ძლიერ შთაბეჭდილებას ტოვებს. მე ვფიქრობ, რომ რონალდუც იგივე დონის ფეხბურთელია, ეს ორი უბრალოდ ფენომენია და თითოეულს საკუთარი განსხვავებული სტილი გააჩნია. ისინი გაცილებით უკეთესნი არიან ვიდრე სხვა დანარჩენი. რაც შეეხება ნეიმარს, ისიც იგივე დონისაა როგორც რონალდუ და მესი. მისი მიღწევებიც საკმაოდ შთამბეჭდავია, ის უკვე მზად არის ესპანეთში თამაშისთვის.” – დაასრულა დეკუმ.



