“მალიორკასთან” მატჩის განაცხადში სერხიო ბუსკეტსის მოხვედრა ერთადერთი განსხვავებაა “სელტიკთან” მყოფ შემადგენლობასთან. ტიტო ვილანოვას გადაწყვეტილებით ხვალინდელ შეხვედრაში გუნდს კიდევ 18 ფეხბურთელი გაყვება, მათ შორის კანტერას მოთამაშე, კრისტიან ტელიო.
პუიოლი გუნდთან ერთად ვარჯიშობდა
გუნდმა პრიმერას მე–11 ტურის წინ ბოლო ვარჯიში ჩაატარა “სიუტატ ესპორტივაზე”. გუშინდელის მსგავსად თანაგუნდელებთან ერთად, სრული დატვირთვით ვარჯიშობდა კარლეს პუიოლი. ტიაგო ალკანტარა კი კვლავ განცალკევებით, ინდივიდუალური პროგრამით ვარჯიშობდა. სესიაში ფილიალიდან მხოლოდ კრისტიან ტელიო იღებდა მონაწილეობას.
მატჩის განაცხადი: ვალდესი, პინტო, ალვესი, პიკე, ფაბრეგასი, ჩავი, ვილია, ინიესტა, ალექსისი, მესი, დოს სანტოსი, მასკერანო, ბარტრა, ბუსკეტსი, პედრო, ალბა, მონტოია, სონგი, ტელიო.
სურათები:




