“ბარსელონას” ცენტრალურმა მცველმა, მარკ ბარტრამ უარყო გავრცელებული ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ლეო მესისთან კარგი ურთიერთობა არ აქვს.
საქმე ისაა, რომ სეზონის დასაწყისში ერთ–ერთ ვარჯიშზე ლეომ ბარტრა უხეშ თამაშში დაადანაშაულა.
“ეს ყველაფერი ძალიან გადაჭარბებულად წარმოაჩინეს. ეს თემა უკვე დახურულია, ჩვენ კი ერთმანეთში არავითარი პრობლემა არ გვაქვს, ამიტომაც ამ საკითხზე დაბრუნება არ ღირს” – განაცხადა ბარტრამ.
“ოქროს ბურთთან” დაკავშირებით ახალგაზრდა ფეხბურთელმა განაცხადა: “ყველა ადამიანი საკუთარ გადაწყვეტილებას იღებს. კრიშტიანუ რონალდუ ძალიან კარგი ფეხბურთელია, მაგრამ ჩემთვის საუკეთესო ყოველთვის ლეო მესი იქნება“.



