“ბარსელონა” – “ტენერიფე” ფეხბურთელები მატჩის შემდეგ

“ბარსელონა” – “ტენერიფე” ფეხბურთელები მატჩის შემდეგ

“ტენერიფესთან” ტრიუმფის შემდეგ (4:1) მეორე გოლის ავტორი ბოიან კრკიჩი მოხარული იყო გუნდის გამარჯებით. “ძალიან რთული იყო თამაში მაშინ, როდესაც ანგარიში 1:1 იყო. მოედნის საფარი საკმაოდ სველი იყო, ამიტომაც ხშირად ბურთს სათანადოთ ვერ ვაგორებდით. საბედნიეროდ, ჩვენ მორიგი სამი ქულა მოვიპოვეთ, რაც ძალიან გვახარებს. ძალიან მნიშვნელოვანი იყო გულშემატკივრის მხარდაჭერა, ცუდი ამინდისდა მიუხედავად გულშემატკივრები ერთგულად უჭერდნენ მხარს თავის ფავორიტ გუნდს”.

აქვე გთავაზობთ სხვა ფეხბურთელების კომენტარებსაც:

ვალდესი

“ძალიან მძიმე დღე იყო, მატჩიც რთული გამოდგა და ამინდიც არ იყო სახარბიელო. ძლიერი წვიმის გამო ხშირად ვერ ვანხორციელებდით ჩვენს ჩანაფიქრებს. კარგია, რომ ყველაფერი კარგად დასრულდა ჩვენთვის, გუნდმა დამსახურებულად მოიგო და ახლა უნდა გადაერთოს “სევილიასთან” მატჩზე. მესიმ ამ მატჩში კიდევ ერთხელ დაამტკიცა თავისი მაღალი დონე. იმედია არგენტინილი 31 გოლზე არ შეჩერდება და უფრო მეტჯერ გაგვახარებს ჩვენც და ერთგულ გულშემატკივარს”.

პედრო

“ტენერიფემ” კარგი შთაბეჭდილება დატოვა. “ტენერიფეს” ფეხბურთელებმა ბოლომდე იბრძოლეს და ღირსეული წინააღმდეგობაც გაგვიწიეს, მაგრამ ჩვენთვის ყველაფერი კარგად დასრულდა. რაც შეეხება ჩემს გოლს, ამ გოლის დროს გამიმართლა, ბურთი მცველს, რომ არ მოხვედროდა სულ სხვა ტრაექტორიით წავიდოდა და შესაძლოა გოლი ვერც გამეტანა. კარგია, რომ დამაჯერებლად გავიმარჯვეთ, ახლა მხოლოდ და მხოლოდ “სევილიასთან” მატჩზე უნდა ვიფიქროთ”.

ბუსკეტსი

“ეს კიდევ ერთი წინ გადადგმული ნაბიჯია, ჩემპიონობა ახლოსა, მაგრამ 6 ქულა საკმაოდ ბევრი. ჩვენ არ უნდა მოვდუნდეთ და დარჩენილ მატჩებში ჩვენთვის დამაკმაყოფილებელ შედეგს მივაღწიოთ. ამ მატჩში დამტკიცდა თუ რამდენად კარგი ფეხბურთელია ბოიანი. იგი სწრაფი, მოქნილი, ტექნიკური ფეხბურთელია და ცდილობს მაქსიმალურად გამოიყენოს ესა თუ ის მომენტი. ჩემთვის სულ ერთია თუ როგორ ითამაშებს “რეალი”, ჩვენ ჩვენი მიზნები გვაქვს, გუნდი კარგ ფორმაშია და ამას დარჩენილ ორ თამაშშიც დაამტკიცებს”.

ალვეში

“რთული მატჩი იყო, მაგრამ ეს სირთულეები დავძლიეთ და 3 ქულა მოვიპოვეთ. დარჩენილ 2 თამაშში 6 ქულა უნდა მოვიპოვოთ, რათა მივაღწიოთ წარმატებას. შესაძლოა “რეალმა” თავისს მატჩში ვერც იმარჯვოს, რადგანაც “მალიორკა” ძალიან კარგი გუნდია, მაგრამ ეს ჩვენ არ გვაღელვებს, ჩვენ ჩევნ თამაშებში უნდა ვიმარჯვოთ. კიდევ ერთხელ დამტკიცდა, რომ მესისთან ერთად თამაში ადვილია, მან დღესაც გადამწყვეტი როლი ითამაშა ამ გამარჯვებაში. წინ “სევილიაა” და მხოლოდ მასთან თამაშზე უნდა ვიფიქროთ”.

პუიოლი

“რთული მატჩი გამოდგა ჩვენთვის, კარგია რომ დაგეგმილი 3 ქულა მოვიპოვეთ. წინ ორი მატჩი დარჩა და თითოეულ მათგანში განსაკუთრებით უნდა დავიხარჯოთ”.

გუნდი ვარჯიშებს ოთხშაბათს ადგილობრივი დროით 11 საათზე განაახლებს. ვარჯიშის შემდეგ ჟურნალისტებს მაქსველი გაესაუბრება.

წყარო: fcbarcelona.cat

გახდი გლოვერი!

დარეგისტრირდი გლოვოს კურიერად და მიიღე 125, 200 ან 300 ლარი ბონუსი.

რეგისტრაცია