მთავარ შიგთავსზე გადასვლა
ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში

 

ტიტო ვილანოვამ დღეს საშინაო მატჩის წინ წესი დაარღვია და გუნდმა დილით არ ივარჯიშა, რადგან ”სელტასთან” თამაში 18 საათზე იწყება. დილით ფეხბურთელები და სამწვრთნელო შტაბის წევრები ერთად შეიკრიბენ, რათა სასტუმრო ”NH Constanza”-ში წასულიყნენ. გუნდი იქ 16:30 საათამდე დარჩება, რის შემდეგაც ”ნოუ კამპზე” დაბრუნდებიან, სადაც ლა ლიგის მე-10 ტურის შეხვედრას გამართავენ.

 

მესი განაცხადშია

 

ამ შეხვედრაში ტიტო ვილანოვას განკარგულებაში 19 ფეხბურთლი იქნება. მათ შორის არის ლეო მესი, რომელიც გუშინდელ ვარჯიშზე არ იმყოფებოდა, რადგან შვილის დაბადებას ელოდა. ეს დღე მე-10 ნომრისთვის განსაკუთრებული გახდება, რადგან შეხვედრის დაწყებამდე ის გულშემატკივრებს ”ოქროს ბუცს” წარუდგენს. 

 

მატჩის განაცხადა: ვალდესი, პინტო, ალვესი, ფაბრეგასი, ჩავი, ვილია, ინიესტა, სანჩესი, მესი, დოს სანტოსი, მასკერანო, ბარტრა, ბუსკეტსი, პედრო, ალბა, მონტოია, ადრიანო, სონგი, ტელიო.

 

                                   [media=http://www.youtube.com/watch?v=NQA89gKla50]

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში