დღეს ცნობილი გახდა იმ 16 ფეხბურთელის ვინაობა, რომლებიც ”ალავესთან” შეხვედრაში მიიღებენ მონაწილეობას. სამწვრთნელო შტაბის გადაწყვეტილებით ამ შეხვედრაში მონაწილეობას არ მიიღებენ ვიქტორ ვალდესი, ჟორდი ალბა, ჩავი ერნანდესი, ლეო მესი და პედრო როდრიგესი. განაცხადში მოხვდნენ მასკერანო, სერხი როებრტო და ოიერი, ასევე კრისტიან ტელიო.
ის 5 ფეხბურთელი, რომლებსაც მიმდინარე სეზონში ყველაზე მეტი დრო აქვთ გატარებული მოედანზე ხვალინდელ შეხვედრაში დაისვენებენ. ვალდესი, ჩავი, მესი და პედრო ნათამაშები წუთების მიხედვით პირველიდან მეოთხე პოზიციებს იყოფენ, ხოლო ჟორდი ალბა ზედიზედ 7 ოფიციალურ შეხვედრაში იმყოფებოდა ძირითად შემადგენლობაში.
ვარჯიში ”მინიესტადიზე”
გუნდი დღეს დილით ”ნოუ კამპზე”, ოფიციალური ფოტოს გადასაღებად შეიკრიბა. ამის შემდეგ ფეხბურთელები ”მინიესტადიზე” გადავიდნენ, სადაც სავარჯიშო სესია გამართეს. სესიაში მონაწილეობას ”ბარსა ბ”-ს 3 ფეხბურთელი (ოიერი, სერხი რობერტო, ტელიო) იღებდა.
მატჩის განაცხადი: პინტო, ოიერი, ალვესი, მონტოია, სონგი, ადრიანო, მასკერანო, ბარტრა, დოს სანტოსი, სერხიო ბუსკეტსი, ინიესტა, სესკი, სერხი რობერტო, ტელიო, ვილია, ალექსისი.
[media=http://www.youtube.com/watch?v=Y7FkgyZQEcw]
სურათები:
