მადრიდის “რეალის” ყოფილმა მწვრთნელმა, ბერნდ შუსტერმა განაცხადა, რომ მას არ მოსწონს, როცა გუნდები ჩაკეტილ ფეხბურთს თამაშობენ “ბარსელონას” წინააღმდეგ.
“მე უკვე მომბეზრდა ასეთი მატჩების ყურება “ბარსელონას” მონაწილეობით. ჩემპიონთა ლიგაზე არ უნდა იყოს ისეთი გუნდი, როგორიც “სელტიკია”.
ჩვენ მსგავსი რამ უკვე ვნახეთ წინა სეზონში “ჩელსის” შესრულებით, ეს ძალიან ცუდი მაგალითია ფეხბურთში ყველასთვის, ძალიან ცუდია, რომ ისინი სწორედ ასეთი თამაშის ფონზე გახდნენ ტურნირის გამარჯვებულნი. თქვენ ალბათ ნახეთ, თუ როგორ იცავდა “სელტიკი” მთელი გუნდით თავს და თითქმის ქულაც მოიპოვეს, ეს უსამართლობაა” – ციტირებს შუსტერის სიტყვებს Football Espana.

