მთავარ შიგთავსზე გადასვლა
ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
”ბარსელონა” – ”სელტიკი”. პედრო მატჩის წინ

”ბარსელონა” – ”სელტიკი”. პედრო მატჩის წინ

 

ტიტო ვილანოვას გუნდი სამშაბათს ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მატჩში შოტლანდიურ ”სელტიკს” დაუპირისპირდება, პედრო როდრიგესმა კი პრეს-კონფერენციაზე ამ მატჩში გამარჯვების მნიშვნელობას გაუსვა ხაზი. 2 ტურის შემდეგ ”ბარსელონა” ჯგუფში 6 ქულით პირველ ადგილზე იმყოფება, 2 ქულით ნაკლები აქვს ”სელტიკს”, რომელიც მეორე ადგილს იკავებს ჯგუფში. გამარჯვების შემთხვევაში ვილანოვას გუნდი მეორე ადგილზე მყოფ გუნდს 5 ქულით გაუსწრებს.

 

”ჩვენ სახლში ვთამაშობთ, კარგი იქნება გამარჯვება და ჯგუფში პოზიციების კიდევ უფრო გამყარება. გამარჯვება ტურნირზე წინ წაწევაში დაგვეხმარება” – განაცხადა ”ბარსას” თავდამსხმელმა, სანამ ”სელტიკის” შესახებ ისაუბრებდა: ”ეს რთული მეტოქეა. ისინი საკუთარ საჯარიმოში იკეტებიან და ძალიან კარგად ასრულებენ კონტ-შეტევას”.

 

”ყველაზე მნიშვნელოვანი გამარჯვებების გაგრძელებაა”

 

მიუხედავად იმისა, რომ გუნდს მცველები აკლია პედროს მოსწონს, თუ როგორ მართავს გუნდს ტიტო ვილანოვა: ”ყოველთვის არის საკითხები, რომლებშიც გაუმჯობესება შეგვიძლია. სიმართლეა, რომ ბევრი მცველი გვყავს ტრავმირებული, თუმცა ტიტო სამუშაოს დიდებულად უძღვება. სისტემა იგივე რჩება, თუმცა ზოგ ფეხბურთელს სხვა პოზიციაზე თამაში უწევს. საერთო ჯამში კარგად გამოვიყურებით. გასულ მატჩში ჩვენ ბევრი გოლი გავუშვით, ”რიასორის” სტადიონი ყოველთვის რთულია. ყველაზე მნიშვნელოვანი კი ისაა, რომ გამარჯვებებს ვაგრძელებთ და ქულებს ვაგროვებთ”.

 

ფეხბურთელი ასევე კმაყოფილი საკუთარი ფორმით: ”გუნდში ჩემი პოზიციით ძალიან კმაყოფილი ვარ, თანაგუნდელებთან ერთად ვმოქმედებ. ესპანეთის ნაკრებში გოლები გავიტანე, ამის გაკეთება აქაც მსურს”. როცა ფეხბურთელს სათამაშო დროზე შეეკითხნენ მან განაცხადა, რომ ეს დამოკიდებულია, თუ ვინ როგორ ვარჯიშობს: ”ყოველთვის რთულია ”ბარსას” ძირითად შემადგენლობაში თამაში. ყოველ სეზონში ადგილის მოსაპოვებლად ვიბრძვი. შენი ადგილი უნდა იპოვო და ძლიერად იმუშაო. მიზანი თანაგუნდელების დახმარებაა, მეტი სათამაშო დრო და მეტ მატჩში მონაწილეობა კი ძალიან კარგია. ეს მე დიდ თვითრწმენას მაძლევს”.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში