სესკ ფაბრეგასი: ”ჩვენი პირველი ტაიმი შესანიშნავი იყო. რამდენიმე ეპიზოდის გარდა ვდომინირებდით. ჩემს შესაძლებლობებში ყოველთვის დარწმუნებული ვიყავი და ძლიერად ვმუშაობდი. სეზონის დაწყებიდან სისტემაში კარგად მოვერგე. 3 ქულის მოპოვება ყოველთვის რთულია, თუმცა ნათელია, რომ უნდა გავაანალიზოთ გაშვებული 4 გოლი. როცა ჩავი გცვლის, მაშინ უნდა დაჯდე და ფეხბურთის სიამოვნება მიიღო”.
ლეო მესი: ”სტატისტიკა მხოლოდ ციფრებია, მე მხოლოდ 3 ქულის აღება მსურს სადაც შეიძლება. ყოველთვის მნიშვნელოვანია სანაკრებო მატჩების შემდეგ გამარჯვება, რადგან ჩვენ დაღლილები ჩამოვდივართ და რთულია გამარჯვების მოპოვება. მსაჯის საქმე ძალიან რთულია. მე ვუთხარი, რომ მასკერანოს ორივე ყვითელი ბარათი საეჭვო იყო, თუმცა მის გადაწყვეტილებაზე დიდხანს არ მიფიქრია”.
კრისტიან ტელიო: ”ჩვენ სწრაფად მოვიპოვეთ დიდი უპირატესობა, თუმცა ძალიან მალე თამაში შემოტრიალდა. ძალიან მოხარული ვარ გატანილი გოლის გამო და მწვრთნელის ნდობისთვის. მომწონს გუნდისთვის დახმარება და ვიმედოვნებ, რომ ამას შემდეგ წლებშიც გავაგრძელებ. ყოველთვის ძნელია სანაკრებო პაუზის შემდეგ გამარჯვება, მოხარული ვართ 3 ქულის აღებით”.
ანდრეს ინიესტა: ”ჩვენ შეხვედრა პირველ ტაიმში უნდა მოგვეკლა, თუმცა ”დეპორტივო” სახიფათო გუნდია და ბევრი პრობლემა შეგვიქმნა. ისეთი გრძნობა დაგვრჩა, რომ ძალიან რთული შეხვედრა მოვიგეთ. ამ შეხვედრიდან ბევრი რამ უნდა ვისწავლოთ”.
ჟორდი ალბა: ”ეს ძალიან რთული, მაგრამ ასევე ძალიან მნიშვნელოვანი გამარჯვება იყო. მთავარია 3 ქულა ავიღეთ. საკუთარ კარში გოლი შემთხვევით გავიტანე, იმ დროს გადაცემას ვიქტორს არ ვუკეთებდი. გუნდმა დიდებული მატჩი ჩაატარა, თუმცა 4 გოი გავუშვით, ლეო კი მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელია”.



