მთავარ შიგთავსზე გადასვლა
ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
”დეპორტივო” – ”ბარსელონა”. ტიტო ვილანოვა მატჩის წინ

”დეპორტივო” – ”ბარსელონა”. ტიტო ვილანოვა მატჩის წინ

 

პაუზის შემდეგ, რომელიც სანაკრებო შეხვედრებმა გამოიწვია ”ბარსა” უბრუნდება ჩვეულ რითმს და გუნდს სურს შეინარჩუნოს ლიდერის პოზიცია ლა ლიგაში და ჩემპიონთა ლიგაში. ტიტო ვილანოვა არ მალავს სიხარულს ასეთი კარგი სტარტის გამო, თუმცა პრეს-კონფერენციაზე აღიარა, რომ გუნდს გაუმჯობესება სჭირდება: ”მე მუდმივად ვფიქრობ, რომ ჩვენ უკეთესები უნდა გავხდეთ, თუმცა ამავდროულად კმაყოფილი ვარ ახლანდელი თამაშით და შედეგით” – ახნსა მან. ამავდროულად მწვრთნელი მიიჩნევს, რომ ახლანდელი ”ბარსა” არ განსხვავდება ბოლო წლების ”ბარსასგან”: ”წინა წლებთან შედარებით დიდ განსხვავებას ვერ ვხედავ. ნებისმიერ შემთხვევაში ჩვენ ვცდილობთ, რომ ის არ იყოს” – განაცხადა მან.

 

ლა-კორუნიაში სრული შემადგენლობით

 

ვილანოვამ იცის, რომ მის შეგირდებს დიდი შრომის გაწევა მოუწევთ ლა-კორუნიაში გამარჯვების მოოპვებისთვის. ”ადვილი თამაშები არ არსებობს, თანაც ”დეპორტივოს” სტადიონზე თუ თამაშობ და დამატებით სანაკრებო პაუზის შემდეგ. ”რიასორზე” ადვილი თამაში არასდროს იყო” – განაცხადა ტიტომ. ამას გარდა ვილანოვა ყურადღებას არ აქცევს მეტოქის ადგილმდებარეობას ლა ლიგის ცხრილში და მიიჩნევს, რომ ეს ახლა ყველაზე ნაკლებად მეტყველებს რამეზე: ”უკან ძალიან ცოტა მატჩია მოტოვებული, ამიტომაც 2-3 ტურის შემდეგ ისინი შეიძლება გაცილებით უკეთესს მდგომარეოაბში იყვნენ”.

 

როტაციის დრო ჯერ არ მოსულა

 

”ყველაზე მთავარი ფეხბურთელების ტრავმის შემდეგ დაბრუნებაა: თუკი ისინი ჩვენს განკარგულებაში იქნებიან, მაშინ როტაციის შანსი გვექნება” – ახსნა მწვრთნელმა. მას სურს, რომ ფეხბურთელებს დასვენების საშუალება მისცეს, მაგრამ ტრავმები ამის უფლებას არ აძლევენ. ”ხეტაფესთან” შეხვედრაში, რომელიც ასევე პაუზის შემდეგ გაიმართა მწვრთნელმა როტაციას მიმართა, თუმცა ეჭვობს, რომ ეს ამჯერად არ განმეორდება: ”ყოველი სიტუაცია უნიკალურია, რადგან ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში ყველაფერი იმით განისაზღვრება, თუ როგორ მდგომარეობაში დაგვიბრუნდნენ ფეხბურთელები. ამ ჯერზე გადაფრენა მათთვის ნაკლებად ნეგატიური აღმოჩნდა” – ახსნა მან. მწვრთნელმა ასევე დაამატა: ”მატჩის დღეს ვნახავთ, თუ რა მდგომარეობაში იქნებიან ისინი და შემდეგ მივიღებთ გადაწყვეტილებას”.

 

”ჩვენ არ ვაკეთებთ ვიდეოებს ფეხბურთელების მონაწილეობით”

 

”ჩვენ არ გვაქვს ჩანაწერები ფეხბურთელებზე. ჩვენ ვიწერთ საკუთარ შეხვედრებს და არა კონკრეტულ ფეხბურთელებს. ამ ჩანაწერს კონკრეტული ფუნქცია აქვს” – განაცხადა ტიტომ. ამგვარად მან პასუხი გასცა, რომ არ არსებობს ვიდეო, რომელშიც ასახულია პეპეს უხეშობები. ”კლასიკოს შემდეგ შესაძლებელი იყო უფრო მეტი შეხვედრაზე გვასაუბრა და არა ამ ანეკდოტურ სიტუაციაზე” – დაამატა მან.

 

სხვა სახელები

 

ტიტომ ასევე კონკრეტულ მოთამაშეებზეც ისაუბრა. კერძოდ კი ”დეპორთან” მატჩში მარკ ბარტრას ძირითადში შესაძლო დაყენებაზე: ”მე მას ვათამაშებ მაშინ, როცა საჭირო იქნება, მაგრამ მას ექნება სათამაშო დრო. ასეთი საუბრებისგან ფეხბურთელს არავითარი სარგებელი არ ექნება, რადგან ის მასზე დიდ ზეწოლას ახდენს”. რაც შეეხება პიკეს, მწვრთნელმა გარკვევით განაცხადა, რომ სანამ ის 100 პროცენტით მზად არ იქნება მის დაყენებას არ გარისკავენ.

 

რაც შეეხება დავიდ ვილიას, ტიტომ განაცხადა: ”ის აცნობიერებს გადატანილი ტრავმის სერიოზულობას. დროთა განმავლობაში ის უფრო და უფრო მეტ სათამაშო დროს მიიღებს და გუნდისთვის მნიშვნელოვან როლს შეასრულებს”. ბოლოს კი მწვრთნელმა ანდრეუ ფონტასის ”მალიორკაში” არენდით გადასვლაზე გააკეთა კომენტარი: ”თუკი ის საკუთარ თამაშში კარგ პროგრესს განიცდის, მაშინ დაბრუნების შანსი ექნება”.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში