ანდრეს ინიესტა უკვე სრულად განიკურნა ტრავმისგან. ”მე ის თითქმის დამავიყდა” – განაცხადა მან. ნახევარმცველი სრულად კონცენტრირებულია ”რიასორზე” გასამართ შეხვედრაზე, სადაც შაბათს გუნდი ”დეპორტივოს” დაუპირისპირდება. ”ჩვენ სრული ყურადღება უნდა გადავიტანოთ იმაზე, რომ ჩავიდეთ ლა-კორუნიაში და მოვიპოვოთ 3 ქულა. ვიმედოვნებ, რომ ამ მატჩისთვის ყველანი მზად იქნებიან. სანაკრებო პაუზის შემდეგ თამაში ყოველთვის რთულია”.
ინიესტამ ახსნა, რომ ”გუნდის სათამაშო სტილი იგივეა, რაც იყო. არ ვფიქრობ, რომ ჩვენი თამაში უფრო სწორხაზოვანი გახდა, ვიდრე ეს ადრე იყო. სეზონის მიმდინარეობისას ჩვენ მოვუმატებთ. გუნდში ბევრი ტრავმირებული გვყავს დაცვის ხაზში, ეს კი საჭირო სტაბილურობას არ იწვევს” – განაცხადა ანდრესმა. ტრავმებზე საუბრისას ინიესტამ პიკეს დაბრუნებაზე გააკეთა კომენტარი და აღნიშნა, რომ ”ამ კითხვაზე უკეთესს პასუხს ექიმები გვეტყვიან. თუკი ის შემდეგი მატჩისთვის დაბრუნებას ვერ მოასწრებს, მაშის ამის გაკეთება შეუძლებელი იყო. მიუხედავად იმისა, იქნება თუ არა პიკე ჩვენ ძლიერი გუნდი გვყავს”.
ფრთხილად ”ალავესთან”
სამეფო თასის კენჭისყრამ ”ბარსელონა” ”ალავესს” შეახვედრა. ”ჩვენ არ უნდა მოვდუნდეთ. ფურცელზე ჩვენ ”ალავესს” ვჯობნით, მაგრამ დარწმუნებული ვარ, რომ თუკი 100 პროცენტით არ დავიხარჯებით პრობლემები შეგვექმნება. ჩვენ ვიცნობთ ამ მოედანს. კარგად უნდა ვითამაშოთ, რათა შემდეგ ეტაპზე გავიდეთ” – აღნიშნა ანდრესმა. ”ჩვენთვის მადრიდის ”რეალთან” თამაში კარგი იქნება, რადგან ეს ნიშნავს, რომ უკვე 1/2 ფინალში ვიქნებით და ფინალამდე მხოლოდ 1 ნაბიჯი გვექნება გადასადგმელი” – დაამატა მან.
მადრიდული გუნდის ამბიციებზე ინიესტა კატეგორიული იყო: ”არ შეიძლება უყურადღებოდ დატოვო ისეთი ტურნირი, როგორიც ლა ლიგაა და კონცენტრირება სხვაზე გააკეთო. განსაკუთრებით მაშინ, როცა საუბარი მადრიდის ”რეალის” შესახებაა. ბოლო კლასიკოებში ისინი ისეთები იყვნენ, როგორებიც უნდა ყოფილიყვნენ: დატვირთულები სპორტულ ბრძოლაზე და მეტოქის პატივისცემაზე მიუხედავად იმისა, თუ რა შედეგით დასრულდება შეხვედრა”.
არავითარი ვიდეო პეპეზე
ინიესტამ კატეგორიულად უპასუხა ”ბარსელონას” მიერ შესაძლო შექმნილ ვიდეოზე, სადაც პეპეს უხეში თამაშია ასახული: ”ჩვენთვის არასდროს უჩვენებიათ ერთი კონკრეტული ფეხბურთელის მოქმედებები. არც პეპეს და არც რომელიმე სხვა ფეხბურთელის. ყველას პირადი აზრი აქვს პეპეზე. ჩემთვის ის უმაღლესი დონის მცველია, რომელიც ევროპის ერთ-ერთ საუკეთესო გუნდში თამაშობს”.
10 წელი დებიუტის დღიდან
მე-8 ნომერს შესანიშნავად ახსოვს დებიუტი: ”მახსოვს როგორ ვნერვიულობდი და ვფიქრობდი იმ შეხვედრაზე. მას შემდეგ თან მსდევდა იღბალი, რომელმაც უამრავი დადებითი ემოცია გადამატანინა გუნდთან ერთად. ვიმედოვნებ, რომ ამ 10 წლის წარმატებები გაგრძელდება”. ამ წლების განმავლობაში ინიესტას რამდენიმე პოზიცია უთამაშია, თუმცა მისთვის ნახევარმცველის ამპლუა საუკეთესოა: ”ყველაფერი გუნდის მოთხოვნილებაზე და მთავარი მწვრთნელის გადაწყვეტილებაზეა დამოკიდებული. მე მხოლოდ გუნდის დახმარება მსურს”.
ბოლოს ინიესტამ კონკრეტულ სახელებზე ისაუბრა. მესის შესახებ მან განაცხადა, რომ ”არგენტინის ნაკრების თემა უბრალოდ შედეგის საკითხი იყო. თითქმის შეუძლებელია, რომ მესიმ ცუდი შეხვედრა ჩაატაროს. მისი მოქმედება თამაშზე დიდი გავლენას ახდენს. ეს უბრალოდ დროის საკითხი იყო და მის გამო ძალიან მოხარული ვარ. ის კვლავ პირველია ფეხბურთში”. დასასრულს ანდრესმა პეპ გვარდიოლაზეც გააკეთა კომენტარი: ”ჩემთვის აბსოლიტურად გასაგებია, რომ თუკი ის ერთ დღეს რომელიმე გუნდის ჩაბარებას გადაწყვეტს, მაშინ ის გუნდი მხოლოდ მოგებული დარჩება. შეძლებს თუ არა ის გუნდი ისეთ დონეზე თამაშს, როგორც ”ბარსა”? არ ვიცი, უნდა დავიცადოთ და ვნახოთ”.



