კატალონიის “ბარსელონას” ნახევარმცველმა, ხავიერ მასკერანომ განაცხადა, რომ ოქროს ბურთს კვლავ თავისი თანამემამულე და კოლეგა, ლიონელ მესი იმსახურებს, იტყობინება ესპანური წყარო.
არგენტინის ეროვნული ნაკრების ფეხბურთელი ვერავის ხედავს ისეთს რომლის შედარება მესისთან შეიძლება.
“შეიძლება თუ არა ვთქვათ, რომ ლეოს თავისი კარიერის საუკეთესო მომემნტი აქვს? ჩვენ უკვე ხუთი წელია მისი კარიერის საუკეთესო მომენტზე ვსაუბრობთ. ამ ყველაფრის დამსახურებით მას დღეს სახლიც აქვს და სამი ოქროსფერი ბურთიც. მის გარდა საუკეთესო ფეხბურთელის ნომინაციაზე ანდრეს ინიესტაც არის, ისინი დიდებული პარტნიორები არიან, მაგრამ მესი დღემდე ყველას აოცებს” – განაცხადა მასკერანომ.



