workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
სეიდუ კეიტა. გვარდიოლას უკანასკნელი ჯარისკაცი

სეიდუ კეიტა. გვარდიოლას უკანასკნელი ჯარისკაცი

სეიდუ კეიტა. გვარდიოლას უკანასკნელი ჯარისკაცი

“ბლაუგრანას” მთელი დიადი ისტორიის მანძილზე, პირველი ხარისხის მსოფლიო ვარსკვლავებში, რომლებიც ყველა არსებული ინდივდუალური ჯილდოების მფლობელები არიან, ხანდახან ვერ ვამჩნევთ სხვებს. იმათ ვინც თანაგუნდელთა დიდების ჩრდილქვეშ იმყოფებიან, რომელთაც არ გააჩნიათ გარანტირებული ადგილი სასტარტო შემადგენლობაში თუმცა მუდამ მზად არიან, რომ კლუბს დაეხმარონ: გაისარჯონ დაცვაში, გაიტანონ გოლი ან სულაც მარტო მოიგონ შეხვედრა. ისინი ვარსკვლავები არ არიან, ისინი ჯარისკაცები არიან, რომლებიც ბარსელონას ალამს დაატარებენ.

სახელი: სეიდუ აჰმედ კეიტა

დაბადების თარიღი: 16 იანვარი 1980 წელი

დაბადების ადგილი: ბამაკო, მალი

სიმაღლე: 183 სმ.

წონა: 77კგ.

ევროკავშირის პასპორტი: კი

ოჯახური მდგომარეობა: დაქორწინებული, ყავს ორი შვილი

ამპლუა: საყრდენი ნახევარმცველი, ცენტრალური ნახევარმცველი

კარიერა: «მარსელი» (97/00), «ლორიანი» (00/02), «ლანსი» (02/07), «სევილია» (07/08), «ბარსელონა» (08/12)

 

მალის ნაკრები

ალბათ ტყუილად არ ამბობენ, რომ სრულყოფილი რწმენა იმას კი არ აქვს ვინც ქრისტიანობის მიმდევარია, პატივს სცემს ისლამის დოგმებს,  წამს ბუდა თუ თაყვანს სცემს წარმართულ პანთეონს. ნამდვილი მორწმუნე შეიძლება უწოდო ადამიანს, რომელიც არის კეთილსინდისიერი და რომელიც ელოლიავება საკუთარ ოჯახს. ხანდახან ისეც ხდება, რომ ასეთი ოჯახის წევრები ხდებიან არამხოლოდ სისხლით ნათესავები, არამედ მეგობრებიც.

სეიდუ მაჰმადიანურ ოჯახში დაიბადა სადაც არამხოლოდ ისლამს სცემდნენ პატივს, არამედ ქედს იდრეკდნენ მისი უდიდებულესობა ფეხბურთის მიმართაც. სეიდუს ბიძა ცნობილი მალელი ფეხბურთელი სალიფ კეიტაა, რომელიც მალის ფეხბურთის ისტორიაში საუკეთესო ფეხბურთელად არის მიჩნეული და აფრიკული ოქროს ბურთის 1970 წლის გამარჯვებულიცაა. მოჰამედ სისოკო კი სეიდუს ბიძაშვილია, რომელიც ახლა “პარი- სენ ჟერმეინისთვის” ირჯება.

“ცენტრო სალიფ კეიტაში” დაიწყო მისი საფეხბურთო კარიერა. სადაც თითქმის ყველა კეიტა იყო, ეს გვარი ხომ ყველაზე დიდია მალში. 8 წლის ასაკში პატარა ბჭუნა სეიდუ გაცილებით დიდ ასაკობრივ გუნდში გადაიყვანეს. ამაში “დამნაშავე” სულაც არ ყოფილა მისი ნათესაობა ამ კლუბის დამაარსებელთან, არამედ – მყარი ფეხები, ბრწყინვალე ტექნიკა და შესანიშნავი ტანის აგებულება, რომელიც გაცილებით დიდი ასაკის ათლეტის სხეულს გავდა. ყველაფერმა ამან კი მისი რეგულარული თამაში განაპირობა ახალგაზრდული გუნდის შემადგენლობაში.  როდესაც მის ნიჭს ქვეყნის ფარგლებს გარეთ გაუვარდა სახელი მისით პირველი ფრანგული კლუბები დაინტერესდნენ.  მანაც გადაწყვიტა, რომ გამგზავრებულიყო მუშკეტერების ქვეყანაში და დაებყრო საფეხბურთო ალპები.

3 წელი <<მარსელის>> აკადემიაში და შეუფასებელი გამოცდილება ფრანგული კლუბის ლეგენდების მხარდამხარ – მან 1999 წელს ჩემპიონთა ლიგაზეც კი ითამაშა, რაზეც ასე დიდხანს ოცნებობდა. ალბათ ხშირად უფიქრია თუ რა გრძნობა დაეუფლებოდა, როცა მოედანზე გავიდოდა მკლავზე საჩემპიონთალიგო ვარსკვლავით და ჩემპიონთა ლიგის ჰიმნს მოისმენდა. რამდენიმე თვის შემდეგ კი უკვე მალის 20 წლამდე ნაკრების წევრი იყო, ის ამ ტურნირის საუკეთესო ფეხბურთელად დასახელდა მაშინ, როცა ამავე ტურნირზე რონალდინიო, ჩავი და ეტო’ო თამაშობდნენ.

უკვე გმირი სეიდუ საფრანგეთში ბრუნდება სადაც არც თუ ისე სახარბიელო სიახლეს იგებს, <<მარსელის>> მთავარმა მწვრთვნელმა, აბელ ბრაგამ მისი იჯარით გაშვება გადაწყვიტა ლიგა 2-ში. ხოლო მისი ადგილი პირველ გუნდსი სხვას დარჩა. სეიდუ <<ლორიანში>> გადასვლას თანხმდება და ერთი წლის შემდეგ ტრიუმფით ბრუნდება ეს მოკრძალებული კლუბი ლიგა 1-ში.

ისე მოხდა, რომ არც <<მარსელში>> და არც <<ლორიანში>> სეიდუ დიდხანს არ გაჩერებულა. ამჯერად სეიდუ დიდიხნით <<ლანსში>> შეყოვნდა.  2007 წელს <<მილანი>> და კაკა ბრწყინავენ ხოლო <<ბარსელონაში>> რონალდინიოს ეპოქის დასასრულის მომსწრენი ხდებიან. ამ მოვლენების ფონზე ლიგა 1-ის ერთ-ერთი საუკეთესო ნახევარმცველი 11 გატანილი გოლით <<სევილიაში>> გადაბარგდა.

ერთი წარმატებული სეზონი, 31 ჩატარებული შეხვედრა და 4 გატანილი გოლი საკმარისი აღმოჩნდა, რომ მისით თვით <<ბარსელონა>> დაინტერესებულიყო, რომელშიც ახალმისულია სრულიად უცნობი მწვრთვნელი, მხოლოდ ისაა ხნობილი, რომ მას კატალონიური კლუბის შემადგენლობის გაძლიერება სურს.

 

გვარდიოლას პირველი ჯარისკაცი

 

2008 წლის 26 მაისს სეიდუმ კონტრაქტი <<ბარსელონასთან>> გააფორმა. “- როდესაც პატარა ვიყავი ვოცნებობდი, რომ ბარსელონაში მეთამაშა. ახლა კი უსაზღვროდ გახარებული ვარ იმის გამო, რომ ოცნება ამიხდა.” ის კლუბის ისტორიაში პირველი მალელი გახდა, რომელსაც კატალონიელთა რიგებში უთამაშია. როცა კითხეს თუ რისი მიცემა შეუძლია კლუბისთვის, მან დამაჯერებლად უპასუხა: “-ყველაფრის, მე დაცვითი ფუნქციის ჰავბეკი ვარ, ვიმედოვნებ, რომ გუნდს დაცვაში დავეხმარები და ბურთის წართმევაში.ვიმედოვნებ, რომ თამაშში სიძლიერეს შევიტან და დავეხმარები ასევე შეტევის წამოწყებისას.”

ასე და ამრიგად გახდა სეიდუ კეიტა გვარდიოლას პირველი შენაძენი. როცა ის კატალონიაში გადაბარგდა მან უკვე კარგად იცოდა, რომ იმ სათამაშო პრაქტიკას ვერ მიიღებდა რაც ანდალუსიურ კლუბში ქონდა, მიუხედავად ამისა იგი ადვილად ტოვებს იქაურობას და მიემგზავრება <<ბარსელონაში>>.

<<ბარსელონაში>> მისვლისთანავე ის ადვილად პოულობს საერთო ენას თანაგუნდელებთან. კლუბში არიან ისეთებიც, რომლებიც უკვე იცნობდნენ მალელს, მას დანიელ ალვეშის მხარდამხარ <<სევილიაში>> უთამაშია, ასევე კარგად იცნობს ერიკ აბიდალს, ტიერი ანრისა და სამუელ ეტო’ოს. მიუხედავად იმისა, რომ მისი ყველა ახლო მეგობარი ძირითადი შემადგენლობის წევრები არიან ის არასოდეს თხოვდა მწვრთვნელს სასტარტო შემადგენლობაში დაყენებას.

2008 წელს საყრდენ ზონაში იაია ტურე ირჯება, სწორედ ისაა სეიდუს მთავარი კონკურენტი. მისი უნივერსალურობის წყალობით მან თავის პირველ სეზონში 46 შეხვედრა ჩაატარა, რაც ოდნავ კარგი მაჩვენებელია იმასთან, რაც იყო მეორე სეზონში.

სეიდუ ამ წლების განმავლობაში ძალიან დაუახლოვდა ერიკ აბიდალს, რომელთანაც იმაზე მეტი საერთო აქვს ვიდრე წარმოგიდგენიათ: ისინი ერთად დადიოდნენ მეჩეთში,ერთად მარხულობდნენ მთვარის კალენდრის მე-9 თვეს, ხუმრობდნენ გასახდელში და ერთად მიდიოდნენ შვებულებაში.

 

2010 წელს გუნდიდან წავიდა იაია ტურე და ეს ცვლილება კეიტაზეც აისახა, მან ამჯერად კლუბის მაისურიტ 56 შეხვედრა ჩაატარა და იმდენივე გაიტანა, რამდენიც წინა სეზონში.

ამავე წელს კლუბი არც თუ სახარბიელო ამბავს იგებს, ერიკ აბიდალი დაავადებულია ღვიძლის სიმსივნით. სწორედ სეიდუ იყო ის ადამიანი, რომელიც მას ყველაზე ხშირად ნახულობდა საავადმყოფოში და ლოცულობდა მისთვის. “-ჩვენ აუცილებლად მოვიგებთ ჩემპიონთა ლიგას”, მოვიგებთ?” – ეკითხება ერიკი მეგობარს. “-აუცილებლად მოვიგებთ და ეს წელს მოხდება”.

 

გვარდიოლას უკანასკნელი ჯარისკაცი

2011/12 წ.წ. სეზონს უჩვეულო დასაწყისი ქონდა, რომელიც ესპანეთის სუპერთასით დაიწყო, <<ბარსელონას>> და <<რეალს>> შორის სადაც, როგორც წესი ის შეცვლაზე გამოდის. 2011 წელს შეცვლაზე შემოვიდა დებიუტანტი ფრანსესკ ფაბრეგასი. სესკის ტრანსფერი იმის მაუწყებელი იყო, რომ ის ადრინდელზე უფრო იშვიათად გამოჩნდებოდა მინდორზე. შესაძლოა ეს კარგი მომენტი იყო იმისათვის, რომ წასულიყო, თუმცა ამას ის აზრადაც არ ივლებდა თავში. მალელი უწინდებურად მზად იყო, რომ ნებისმიერი დავალება შეესრულებინა რასაც გვარდიოლა დაავალებდა.

მაშინაც კი, როცა შეხვედრის დასრულებამდე 20 წუთი იყო დარჩენილი, ის სტატისტის როლში არ გვევლინებოდა მოედანზე და ყოველთვის გამოირჩეოდა შედეგიანი ასპარეზობით. იყო დრო, როდესაც მალელს გამარჯვება მოჰქონდა კლუბისთვის.

 

კეიტა ბევრმა ჩვენგანმა ალბათ ისეთი დაიმახსოვრა, როგორიც იყო მის უკანასკნელ შეხვედრაში <<ბარსელონას>> რიგებში: უკანაკნელ წუთებზე ის მიიწევს მეტოქის საჯარიმოსკენ და პარტნიორის მიერ მოწოდებულ ბურთს ეხმაურება, მან გაათანაბრა ანგარიში. ის წავიდა პეპთან ერთად და გაიტანა პეპის ეპოქის უკანასკნელი გოლი. მისი ღიმილიანი სახე ქვისგან ნათალს გავდა.

 

ორნი მიდიან ამ გზაზე ფეხაწყობილნი ისე, რომ უკან ერთხელაც არ მოუხედავთ. აქამდე მათ საერთო მიზანი არ ქონიათ, ამ გზის ბოლოს კი მათი გზები გაიყრება. მარშალისა და მისი ერთგული ჯარისკაცის გზები.

 

ხდებოდა ისეც, რომ ის იგებდა თამაშს.

[media=http://www.youtube.com/watch?v=HQhfWouvaJY]

 

P.S. ბავშვობიდან დამჩემდა ისეთი ჩვევა, რომ ყურადღება უნდა მივაქციო იმას, რასაც სხვა არ აქცევს ყურადღებას. არ ვიცი ეს რისი ბრალია. ამ თვისების გამო გავხდი ალბათ არქეოლოგი. ამიტომაც რონალდინიოს, მესის, ეტო’ოს და ადგილობრივი (კატალონიელი) ვარსკვლავების ფონზე ძალზე დიდი გულშემატკივარი გავხდი ერიკ აბიდალისა და სეიდუ კეიტასი. ეს ის ადამიანები არიან, რომლებიც ჭიანჭველასავით შრომობენ, თუმცა არ უფასდებათ. სახელიან გმირებს რა დალევს დედამიწაზე, მაგრამ უსახელო გმირებიც დასაფასებელია… ამიტომაც მომინდა, რომ სეიდუ კეიტა გამეხსენებინა და თქვენთვისაც გამეზიარებინა ეს გრძნობა… თუმცა მე შევცდი, ის არ არის უსახელო გმირი…

სტატია მოამზადა მამუკა უგრეხელიძემ (busquets)

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში

forum კომენტარები (1)

  • guus hiddink
    schedule 01 ივლ 2016, 02:41

    საღოლ ავტორ!