ლონდონის “არსენალის” ნახევარმცველმა, სანტი კასორლამ მადრიდის “რეალის” კიპერი, იკერ კასილიასი და “ბარსელონას” თავდამსხმელი, დავიდ ვილია დაიცვა და განაცხადა, რომ მათ კვალიფიკაციაში ეჭვიც არ ეპარება.
კასორლამ ინტერვიუში განაცხადა, რომ თავისი პარტნიორების ბოლომდე სჯერა. შეგახსენებთ, რომ იკერ კასილიასმა ბევრი წყაროსგან კრიტიკა დაიმსახურა “ბარსელონასთან” მატჩის შემდეგ. ჟოზე მოურინიომ კი ესპანელი კიპერი არც კი შეაქო.
“გოლი, რომელიც იკერმა ლიონელ მესის ჯარიმის დარტყმის შემდეგ მიიღო, ძალზე რთული მოსაგერიებელი იყო. ამ კითხვაზე თავად იკერ კასილიასის კვალიფიკაცია პასუხობს. მე ეჭვი არასდროს შემპარვია და არც მომავალში შემეპარება იკერისა და დავიდის კვალიფიკაციაში” – განაცხადა კასორლამ.


