”ბარსელონას” ცენტრალურმა მცველმა, ხერარდ პიკემ განაცხადა, რომ ყოველთვის კარგად გაიხსენებს გუნდის ყოფილ თავკაცს, ხოსეპ გვარდიოლას.
ესპანელი ფეხბურთელის განცხადებით მისი წარმატების მთავარი შემოქმედი ზუსტად პეპ გვარდიოლაა.
”პეპ გვარდიოლა ჩემთვის ყველაფერი იყო. თავის დროზე ”ბარსელონაში” მე მე-4 ცენტრალურ მცველად გადავედი, მან კი ყველაფერი მომცა. ყოველი ვარჯიში ჩემთვის განსაკუთრებულ გაკვეთილად იქცეოდა. მიუხედავად მისი წასვლასი მე დარწმუნებული ვარ, რომ გუნდს ტიტო ვილანოვას ხელმძღვანელობით კვლავ ექნება წარმატებები” – განაცხადა ხერარდ პიკემ.



