მთავარ შიგთავსზე გადასვლა
ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ვან დერ სარი: “რონალდუ ისევე ძლიერია, როგორც მესი”

ვან დერ სარი: “რონალდუ ისევე ძლიერია, როგორც მესი”

“მანჩესტერ იუნაიტედის” ექს-გოლკიპერმა, ედვინ ვან დერ სარმა განაცხადა, რომ მადრიდის “რეალის” პორტუგალიელი ვარსკვლავი და მისი ყოფილი თანაგუნდელი, კრიშტიანუ რონალდუ ისეთივე ძლიერია, როგორც მესი. იტყობინება ესპანური პრესა. 

 

“კრიშტიანუ მოედანზე საკმაოდ კარგი თვისებურებებით გამოირჩევა, ის დღეს ერთ-ერთი საუკეთესოა და ამაში უდიდესი წვლილი “მანჩესტერ იუნაიტედს” მიუძღვის. რაც შეეხება მესისთან შედარებას, ჩემთვის რონალდუ ისეთივე ძლიერია, როგორც ლეო. მაგრამ მართალია ისიც, რომ ბევრი უპირატესობას სწორედ მესის ანიჭებს” – დაასრულა ჰოლანდიელმა.

 

 

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში