ლეო მესი: ”ეს დიდებული მატჩი იყო. ჩვენთვის უმჯობესი იქნებოდა გამარჯვება, თუმცა არ უნდა დაგვავიწყდეს როგორი დიდებული გუნდია ”რეალი”. რაც შეეხება ჩემს ჯარიმას, ჩვენ ამას ვამუშავებდით და დღეს გამიმართლა. ტრავმებში არ გვიმართლებს, დღევანდელ შეხვედრასი ბევრი მნივშნლოვანი მოთამაშე გვაკლდა, თუმცა გუნდში უამრავი უმაღლესი დონის მოთამაშეა, რომლებიც იდეალურად ასრულებენ სამუშაოს. დი სტეფანოს რეკორდის გამეორება იდეალური იქენება. მე მსურს ასე გაგრძელება”.
ჩავი ერნანდესი: ”ახლა კარგ მდგომარეობაში ვართ, ჩვენ დიდებული შეხვედრა ჩავატარეთ. ჩვენ მეტს ვიმსახურებდით და ყოველთვის მეტის მიღწევა გვსურს უძველესს მეტოქესთან. 8 ქულიანი უპირატესობა მომავლისკენ იმედიანად გვაყურებინებს. რაც დღეს მოხდა მხოლოდ 1 საფეხბურთო მატჩი იყო”.
სერხიო ბუსკეტსი: ”მატჩი ძალიან თანაბარი იყო. სამწუხაროა, რომ შეხვედრა ფრედ დასრულდა, რადგან გამარჯვება გვსურდა, თუმცა ახლა ვერაფერს ვიზამთ. წინ უამრავი შეხვედრაა დარჩენილი, თანაც რთული გასვლითი შეხვედრები”.
ადრიანო კორეია: ”დღევანდელი შეხვედრისთვის სიუტატ ესპორტივაზე ვემზადებოდით. ვარჯიშობდით იმისთვის, რომ ”რეალის” ყველაზე სახიფათო ჩანაფიქრი, კონტრ-შეტევები შეგვეჩერებინა. მე ვითამაშე ცენტრალური მცველის პოზიციაზე, რადგან მწრთნელს მათი სისწრაფის შეჩერება სურდა. წინ უამრავი შეხვედრაა დარჩენილი, ჩვენ კი 8 ქულით წინ ვართ”.
პედრო როდრიგესი: ”საბოლოო ჯამში ეს კარგი შედეგია, რადგან უპირატესობა შევინარჩუნეთ. ორივე გუნდმა კარგად ითამაშა, თუმცა ”ბარსა” უფრო მეტად დომინირებდა. მესი ყოველთვის განსაკუთრებულია, ის ყოველთვის აჩვენებს განსხვავებას”.
ხავიერ მასკერანო: ”ის რომ ადრიანომ დაცვის ცენტრში ითამაშა ჩვენი საიდუმლო იყო. მას ამ როლისთვის 1 კვირა ვამზადებდით. პირველი 20-25 წუთი მეტოქის იყო, შემდეგ კი მოედანზე ჩვენ ვდომინირებდით, ამიტომაც ფრეზე მეტს ვიმსახურებდით. მატჩში ბევრი იყო შეჯახებები, ამის თავიდან აცილება რთულია. დაცვის ცენტრში თამაშს შევეგუე, თანაც ჩემს წინ მსოფლიოს ორი საუკეთესო ცენტრალური ნახევარმცველი თამაშობს”.
სერხიო რამოსი: ”ჩვენ მოხარულები ვართ. გუნდმა დიდი სამუშაო ჩაატარა და კარგ შედეგს მიაღწია. რა თქმა უნდა, ჩვენ გამარჯვება გვსურდა. ვფიქრობ, რომ არავის გაუკვირდებოდა, თუკი ”რეალი” გაიმარჯვებდა. შემიძლია ვთქვა, რომ ამჯერად ”ბარსელონა” თამაშით ჩვენზე უკეთ არ გამოიყურებოდა. წინ ჩემპიონატის ბევრი შეხვედრაა. ჩვენ გვსურს ჩამორჩენის შემცირება. დღეს ეს ვე შევძელით. მსაჯის გადაწყვეტილებები? ამ რეფერის პენალტის დადება არ უყვარს. იოზილის წაქცევა ნამდვილად გავდა 11 მეტრიანს, თუმცა გუნდში გადაწყდა, რომ მსაჯებზე არ ვისაუბრებთ”.
ჩაბი ალონსო: ”საბოლოო შედეგი ცუდი არ არის, თუმცა ვგრძნობდით, რომ გამარჯვება შეგვეძლო. ანგარიში 0:2 რომ გაგვეხადა სულ სხვა თამაში წავიდოდა. სამწუხაროა, რომ გამარჯვება ვერ შევძელით, თუმცა ”ბარსელონა” ძალიან სერიოზული მეტოქეა. წინ ბევრი თამაშია, ამიტომაც უნდა მოვუმატოთ. შეცდომის დაშვების უფლება არ გვაქვს”.
მარსელო ვიეირა: ”ახლა ძალიან ადრეა იმაზე საუბარი, რომ პრიმერას ბედი გადაწყვეტილია. დიახ, ”ბარსა” 8 ქულით გვისწრებს, მაგრამ გადაწყვეტილი არაფერია. ”ნოუ კამპზე” მატჩები ყოველთვის რთულია. გუნდის თამაშით კმაყოფილი ვარ, ჩვენ ღირსეულად ვიბრძოდით. მეტის გატანა შეგვეძლო, თუმცა ვერ მოვახერხეთ. სხვა შეხვედრებში ნაკლები საგოლე მომენტებით ვახერხევთ გამარჯვებას. ახლა უნდა გავაგრძელოთ მუშაობა, რათა სხვაობა ”ბარსელონასთან” შევამციროთ”.
კლეპერ პეპე: ”ჩვენ კარგი მატჩი ჩავატარეთ. რონალდოს საგოლე ეპიზოდების გარდა შესანიშნავი შანსი ჰქონდა კარიმ ბენზემას, შესაძლოა იყო პენალტი იოზილის წაქცევისთვის. ჩვენ ღირსეულად ვიბრძოდით ”ბარსელონასთან”. რაც შეეხება რონალდოს და მესის, ორივე დიდებული ფეხბურთელია. ჩემი აზრით კრიშტიანუ უფრო სრულყოფილია, ის მსოფლიოს საუკეთესო მოთამაშეა”.
P.S. დაემატება სხვა მოთამაშეების კომენატრებიც



