მახაჩკალის “ანჟის” კამერუნელმა ლეგიონერმა, სემუელ ეტო’ომ დაასახელა ოქროს ბურთის პრეტენდენტთა სამეული “რეალის” თავდამსხმელის კრიშტიანუ რონალდუს გარეშე.
“ვფიქრობ, რომ მთავარი პრეტენდენტი ოქროს ბურთისთვის ლიონელ მესია. შემდეგ კი ჩავი და ინიესტა, კრიშტიანუ რონალდუ ? რა თქმა უნდა ისიც ღირსია ამ ჯილდოსი მაგრამ არა ისე როგორც პირველი სამეული.
მოურინიოში ყველაზე მეტად მისი სამართლიანობა და პირდაპირობა მომწონს, ადრეულ ფეხბურთში ძალიან ცოტა თუ მოიქცეოდა ასე როგორც პორტუგალიელი.
რაც შეეხება “ელ კლასიკოს” ეს მსოფლიო ფეხბურთში უმნიშვნელოვანესი მოვლენაა. ერთი დაუჯერებელი მომენტი ჩემს კარიერაში უკვე იყო, როცა მე ვერ გავიტანე პენალტი “რეალის” კარში მაგრამ მომდევნო წუთზე მაინც დავლაშქრე მეტოქის კარი.” – დაასრულა კამერუნელმა.



