კატალონიის “ბარსელონას” ხელმძღვანელობა გუნდის ბავშვთა სკოლა აკადემიაში 14 წლის ბრაზილიელ ფეხბურთელს, პაულუ ენრიკე პერეირა სენას გადმოიყვანს. იტყობინება ესპანური პრესა.
სენა 2009 წლიდან გამოდის საფეხბურთო სკოლა სახელწოდებით “ზიკო 10”-ში. სკოლა მდებარეობს რიო-დე-ჟანეიროში.
დასაწყისისთვის სენა რიო-დე-ჟანეიროში ექვსთვიანი მომზადების პერიოდს გაივლის. მასთან არამხოლოდ საფეხბურთო სპეციალისტები არამედ ფსიქოლოგებიც იმუშავებენ. ამის შემდეგ კი იგი ბარსელონაში გაემგზავრება სადაც კატალონიური კლუბის ერთ-ერთ ასაკობრივ გუნდს შეუერთდება.
ფეხბურთელმა თავისი თამაშით “ლურჯ-ბროწეულისფერთა” ერთ-ერთი აგენტის ყურადღება მიიპყრო.


