მთავარ შიგთავსზე გადასვლა
ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
იბრა: ”მოვიდა დრო, რომ ”ოქროს ბურთი” სხვამ მოიგოს”

იბრა: ”მოვიდა დრო, რომ ”ოქროს ბურთი” სხვამ მოიგოს”

 

ფრანგული ”პსჟ”-ს თავდამსხმელმა, ზლატან იბრაჰიმოვიჩმა ისაუბრა იმის შესახებ, თუ ვინ უნდა მოიგოს წელს ”ოქროს ბურთი”.

 

შეგახსენებთ, რომ ლეო მესიმ ზედიზედ სამჯერ მოახერხა ”ოქროს ბურთის” მოგება. არგენტინელი ამ ჯილდოს მოგების ერთ-ერთი მთავარი კანდიდატია წელსაც.

 

”პირადად ლეო მესიმ გასული სეზონი კარგად ჩაატარა, თუმცა მან გუნდთან ერთად ბევრი ტიტულის მოგება ვერ მოახერხა. მან უკვე 3-ჯერ მოიგო ეს ჯილდო, თუკი ასე გაგრძელდება, მაშინ სხვა ფეხბურთელებისთვის გამარჯვება რთული იქნება. ვფიქრობ, რომ მოვიდა დრო, როცა ”ოქროს ბურთი” სხვა ფეხბურთელმა უნდა მოიგოს” – განაცხადა ზლატან იბრაჰიმოვიჩმა.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში