მთავარ შიგთავსზე გადასვლა
ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
მესი: ”ყველაზე საოცარი ჩვენთვის ”რეალის” დამარცხებაა”

მესი: ”ყველაზე საოცარი ჩვენთვის ”რეალის” დამარცხებაა”

 

”ბარსელონას” თავდამსხმელმა, ლეო მესიმ ესპანურ პრესასთან საუბრისას განაცხადა, რომ მადრიდის ”რეალის” ყოველი დამარცხება მისთვის ძალიან დიდი მნიშვნელობისაა.

 

შეგახსენებთ, რომ 7 ოქტომბერს მორიგი ელ კლასიკო გაიმართება, სადაც ”ბარსელონა” უმასპინძლებს მადრიდის ”რეალს”.

 

”მადრიდის ”რეალი” დიდებული კლუბია დიდებული ისტორიით. გუნდი კი მათ ძალიან ძლიერი და კარგი ჰყავთ. მე მახსოვს ყველა ის შეხვედრა, სადაც მათი დამარცხება შევძელით. ყველაზე საოცარი ჩვენთვის ”რეალის” დამარცხებაა, თუკი გავითვალისწინებთ ჩვენი გუნდების დაპირისპირების მნიშვნელობას. ამას გარდა ძალიან მომწონს ”სანტიაგო ბერნაბეუზე” თამაში” – განაცხადა ლეო მესიმ.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში