სამმაგი სასიხარული ინფორმაცია ”ბარსელონას” ბანაკიდან. კვირას კარლეს პუიოლმა, ადრიანო კორეიამ და ანდრეს ინიესტამ ექიმებისგან თამაშის უფლება მიიღეს და ”ბენფიკასთან” მატჩის განაცხადში მოხვდნენ. ამ განაცხადში ”ბარსა ბ”-ს ფეხბურთელებიც არიან (ოიერი, სერხი რობერტო და კრისტიან ტელიო).
სამივე გუნდთან ერთად ვარჯიშობდა
”სიუტატ ესპორტივაზე” ჩატარებულ ვარჯიშზე თანაგუნდელებთან ერთად ვარჯიშობდნენ პუიოლი, ადრიანო და ინიესტა. ასევე სესიაზე ფილიალი ფეხბურთელი, პატრიკი იმყოფებოდა. ტიაგო ალკანტარამ კი ტრავმის გამო სესია გამოტოვა. ესპანელმა მარცხენა მუხლში ტკივილი შეხვედრის დროს იგრძნო. დამატებითი გამოკვლევები მას დღეს ჩაუტარდება, რათა დაბრუნების ზუსტი თარიღი გახდეს ცნობილი.
გუნდმა დღევანდელ სესიაზე ჩემპიონთა ლიგის ბურთებით ივარჯიშა.
სურათები:
