სესკ ფაბრეგასი: ”ჩვენ კომფორტულად ვგრძნობდით თავს და ვდომინრებდით მთელი მატჩის განმავლობაში. ზოგჯერ ვითარება რთულდებოდა, მაგრამ ჩვენი ხასიათი ვაჩვენეთ. რაც შემეხება მე, ბევრი ადამიანია, რომელმაც უნდა ისაუბროს და დაწეროს, მაგრამ ეს სიმართლეა. წინა შეხვედრებში მუდმივად მქონდა საგოლე მომენტები, თუმცა ვერ ვიყენებდი. გოლის გატანა გაცილებით ადვიია, როცა მესის და ჩავი გვერდით თამაშობ. ჩემსა და მედელს შორის კონტაქტი მოხდა. მეტი სასაუბრო აქ არ არის. ფეხბურთში ასეთი ტიპის ფეხბურთელეი წითელ ბარათს იღებენ”.
სერხიო ბუსკეტსი: ”ეს დიდებულია. მე ახალგაზრდა ვარ და ეს კარგი ციდრია (მან მე-200 შეხვედრა ჩაატარა ”ბარსას” რიგებში). მე მსურს წინ სვლა და ასეთი გამარჯვებების მოპოვება. როცა გუნდი წინ გადის, მაშინ როცა დამსახურება არ მიუძღვის დამნაშავეები ჩვენ ვართ. ყველაზე მთავარი ისაა, რომ მოედანზე ჩვენი დონე და ხარისხი ვაჩვენეთ. ყველაზე ცუდი ტიაგოს ტრავმაა. მედელი სესკს ბურთს არ აძლევდა, ბოლოს კი თავი ჩაარტყა, ეს წითელი ბარათია”.
დავიდ ვილია: ”მოხარული ვარ, რომ ამ მცირე დროში გუნდზე დახმარება შევძელი. ”სევილია” კარგად იბრძოდა და კარგად თამაშობდა. მადლობა უფალს, რომ კარგი კომბინაცია დავასრულე და გუნდს 3 ქულა მოვაპოვებინე. გოლი ყოველთვის მნიშვნელოვანია, მაგრამ განსაკუთრებით მაშინ, როცა გადამწყვეტია. ყველაფრის გაუმჯობესება შეიძლება. გუნდი მოწადინებული იყო, ჩვენ 2:0 ვაგებდით ”პისხუანზე”. აქ მოგება და ასეთი გამარჯვების მოპოვება ურთულესია. ჩვენ უკვე მერამდენი თამაშის შეხვედრა მოვახერხეთ, რაც იმას ნიშნავს, რომ გუნდი მოტივირებულია. ახლა სხვა ტურნირზე უნდა ვიფიქროთ. 3 ქულა ავიღეთ და ახლა ლისაბონზე ვფიქრობთ. სამშაბათს მნიშვნელოვანი და რთული მატჩი გველის, ამიტომაც მოდუნების უფლება არ გვაქვს. ჩვენ 3 ქულა გვსურს”.



