”ბარსელონა” ლა ლიგის საუკეთესო სტარტს გაიმეორებს, თუკი ტიტო ვილანოვას გუნდს გამარჯევბას მოაპოვებინებს ”სანჩეს პისხუანზე”. კრუიფისთან, ვან გაალისთან და პეპ გვარდიოლასთან გატოლება ტიტოსთვის დამატებით მოტივაციაა, თუმცა ის ამ იდეით შეპყრობილი არაა. გუნდის მთავარი მიზანი ყოველთვის რთულ სტადიონზე გამარჯვებაა. ”ეს არასდროს არ ყოფილა ადვილი სტადიონი ჩვენთვის. მას შემდეგ, რაც კლუბში ვიმყოფები ”სანჩეს პისხუანზე” განვიცადე ყველა რთული 15 წუთი” – ტიტო ვილანოვამ 2009/10 წლის მატჩი იგულისხმა, როცა ”ბარსა” 0:3 იგებდა, თუმცა 10 კაცა ”სევილიამ” 2 ბურთი გაიტანა და ”ბარსას” საჩემპიონო მიზნებს კითხვის ნიშანი ესმებოდა.
გასაგებია, რომ ტიტო ვილანოვა ღელავს მიჩელის გუნდის შესაძლებლობებით. ნეგრედო, ნავასი და სისინიო უმაღლესი დონის ფეხბურთელები არიან, ”სევილიას” კი ის გუნდია, რომელსაც ხიფათის შექმნა შუეძლია: ”ისინი თამაშისას სხვადასხვა სახის სქემებს იყენებენ და ძალიან რთულად გასაკონტროლებლები არიან”.
”სევილია” – კვირის პირველი გამოწვევა
8 დღის განმავლობაში გუნდი დაუპირისპირდება ”სევილიას”, ”ბენფიკას” და ”რეალს”. 3 გადამწყვეტი შეხვედრეა, რომლებშიც გამარჯვების შემთხვევაში გუნდი ლა ლიგაში და ჩემპიონთა ლოგაში პირველ ადგილს გაიმყარებს. ვილანოვა კი კალენდარს სხვაგვარად უყურებს: ”ყველა ტურნირზე წინ უამრავი მატჩია და საკვნების გამოტანა ნაადრევია. ეს მნიშვნელოვანი კვირაა, თუმცა ჩვენ მაინც 3 ქულაზე ვსაუბრობთ. ის არ გაგვხდის ჩვენ კარგებს, თუკი სამივე მატჩს მოვიგებთ ან წავაგებთ ერთს”. მწვრთნელი ჩემპიონთა ლიგის შეხვედრას ”ბენფიკასთან” იმავა მნიშვნელობას ანიჭებს, რასაც პრიმერას მატჩებს, რადგან ჯგუფში პირველი პოზიციის დაკავება ძალიან მნიშვნელოვანია.
ტრავმირებულები
ვილანოვა იმედოვნეს ტრავმირებული ფეხბურთელების დაბრუენბას და მათ ელის. გასულ კვირას მწვრთნელმა განაცხადა, რომ არასდროს დააჩქარებს ფეხბურთელს ტრავმის შემდეგ. ამ პრეს-კონფერენციაზე მწვრთნელმა განაცხადა, რომ ზოგი ფეხბურთელი თამაშის უფლებას ”ბენფიკასთან” შეხვედრამდე მიიღებს, ზოგი კი კლასიკომდე.
ტიტომ ასევე ისაუბრა ჟორდი ალბაზე, რომელმაც 2 დღის წინ პრეს-კონფერენცია გამართა. ”ჩვენ ეჭვი არ გვეპარება ჟორდის სიტყვებში. მან გვითხრა, რომ არასდროს უთამაშია სიცხიანს და ჩვენ გჯერა მისი”.
ტიტომ ასევე აღნიშნა ალექსისის თავდამბლობა, რომელმაც საკუთარი თამაში 10 ქულიდან 5-ზე შეაფასა: ”ალექსისი გენიალური ფეხბურთელია. დამერწმუნეთ, ის 5 ქულაზე გაცილებით უკეთ თამაშობს”.
მწვრთნელმა ასევე გუნდის ფორმაზეც ისაუბრა: ”იყო თამაშები, რომლებშიც გუნდი უმაღლესი დონის თამაშს აჩვენებდა, ასევე იყო მატჩები, სადაც გაგვიჭირდა. ყოველ შეხვედრაში გუნდი სათამაშო რითმს მოუმატებს. ამ მომენტისთვის ჩვენ 100 პროცენტით ვერ ვიხარჯებით”.
აბიდალის დაბრუნება
ტიტო ვილანოვამ ასევე კომენტარი გააკეთა იმაზე, რომ ერიკ აბიდალი შეიძლება ნოემბერში დაუბრუნდეს გუნდს: ”მე განვაცხადე, რომ ჩვენ ერიკს მანამდე დაველოდებით, რამდენიც საჭირო იქნება. ის წინ დგამს ნაბიჯებს, თუმცა კიდევ ბევრი აქვს გასაკეთებელი. ჩვენ განსაკუთრებულ შემთხვევაზე ვსაუბრობთ და მისი დაბრუნება ძალიან დადებითად იმოქმედებს გუნდზე”.