ჩავი ერნანდესის განცხადებით ”ბარსელონას” მცველი, ერიკ აბიდალი საფეხბურთო კარიერას იმაზე ადრე განაახლებს, ვიდრე მოსალოდნელია.
აბიდალი საფეხბურთო მოედანზე აპრილის შემდეგ არ გამოჩენილა, როცა მას ღვიძლის გადანერგვის ოპერაცია ჩაუტარეს. მოსალოდნელია, რომ ფეხბურთელი საფეხბურთო კარიერას დეკემბერში ან იანვარში განაახლებს.
თუმცა ფრანგი ფეხბურთელის თანაგუნდელმა, ჩავი ერნანდესმა განაცხადა, რომ მისი აზრით ერიკი მოედანზე უკვე ნოემბერში დაბრუნდება: ”აბიდალი გასაოცარი ადამიანია. ის ყველა ადამიანისთვის მაგალითია. მე ვხედავ, თუ როგორ ვარჯიშობს დღეში 2-ჯერ ის დარბაზში. ჩემი აზრით მოედანს ის ნოემბერში ან დეკემბერში დაუბრუნდება” – განაცხადა ჩავიმ.


