ყოფილი პარტნიორი მიიჩნევს, რომ ”ოქროს ბურთის” ტიტულის მფლობელი ჩავი ერნანდესი უნდა გახდეს.
”ჩავი შეუდარებელი ფეხბურთელია, რომელიც მრავალი წელია უმაღლესს დონეზე ასპარეზობს” – განაცხადა სეიდუ კეიტამ ”La Zarxa”-სთან ინტერვიუში.
”საფეხბურთო კარიერის განმავლობაში უამრავი ტიტული მოიგო, ამიტომაც ჩემი აზრით ის იმსახურებს ”ოქროს ბურთის” მიღებას. მე დარწმუნებული ვარ, რომ ვერ მოგების შემთხვევაშიც მის კარიერაში არაფერი შეიცვლება. ის ”ბარსელონაში” ჯერ კიდევ ბავშვობაში თამაშობდა. მისთვისაც და კლუბისთვისაც კარგი იქნება, თუკი ჩავი კარიერას ”ბარსელონაში” დაასრულებს” – დაასრულა კეიტამ.



