მთავარ შიგთავსზე გადასვლა
ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
”ბარსელონა” – ”გრანადა”. გამორჩეული ფეხბურთელები

”ბარსელონა” – ”გრანადა”. გამორჩეული ფეხბურთელები

ჩავი ერნანდესი

 

ნახევარმცველი მოედანზე მატჩის დასრულებამდე 36 წუთით ადრე, ტიაგო ალკანტარას ადგილზე შევიდა. 54 წუთმა გვაჩვენა, რომ გუნდს უჭირდა მეტოქის დაცვის ბარიერის გადალახვა, მომენტის შექმნისას კი შესანიშნავი იყო ტონიო. შეხვედრის ძირითადი დროის ამოწურვამდე 3 წუთით ადრე ”ნოუ კამპზე” შეკრებილმა გულშემატკივრებმა დაიწყეს იმაზე ფიქრი, რომ გუნდი ზეიდზედ მე-5 შეხვედრაში ვერ გაიმარჯვებდა. თუმცა ამ დროს მარჯვენა ფრთაზე გაიქცა პედრო როდრიგესი, რომელმაც გადაცემა ჩავის გაუკეთა, ერნანდესმა კი შესანიშნავი დარტყმით ბურთი მეტოქის კარში მოათავსა. ჩავის გოლმა გუნდს გამარჯვება მოაპოვებინა (2:0), ამასთანავე გუნდის შესანიშნავი სვლა გრძელდება.

ვიქტორ ვალდესი

 

მიუხედავად იმისა, რომ ტაბლოზე 0:0 ფიქსირდებოდა ვიქტორ ვალდესს ბევრი საქმე არ ჰქონია. თუმცა ჩავის გოლამდე 1 წუთით ადრე ფაბიან ორელანა ”ბარსას” საჯარიმოში ვიქტორის პირისპირ დარჩა. ვალდესი კუთხის შესამცირებლად წინ გამოვიდა, რამაც გაამართლა და მეკარემ ტანით მოიგერია დარტყმა. რომ არა ვიქტორის ეს სეივი, გუნდი გამარჯვებას ვერ მოიპოვებდა. მატჩის დასრულების შემდეგ ანდონი სუბისარეტამ განაცხადა: ”დღეს დამტკიცდა, თუ რატომაა ვიქტორი ”ბარსას” მეკარე”.

დანი ალვესი

 

ბრაზილიელი ყველგან იმყოფებოდა მარჯვენა ფლანგზე. ბრაზილიელი მუდმივად ”გრანადას” ნახევარზე იმყოფებოდა და გრძელი გადაცემებით ცდილობდა ლეო მესის და ალექსის სანჩესის კარგი გადაცემებით მომარაგებას. მოგვიანებით, როცა შეტევაზე ”გრანადა” გადადიოდა ის საკუთარ ნახევარზე იმყოფებოდა და შესანიშნავად უმკლავდებოდა მეტოქე გუნდის ფეხბურთელების იერიშებს.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში