მთავარ შიგთავსზე გადასვლა
ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
19 ფეხბურთელი მოხვდა განაცხადში

19 ფეხბურთელი მოხვდა განაცხადში

 

გუშინ ღამით გუნდმა ”ნოუ კამპზე” ივარჯიში მოსკოვის ”სპარტაკთან” გასამართი შეხვედრისთვის მოსამზადებლად. ის პირველი საჩემპიონთა ლიგო ვარჯიში იყო ”ნოუ კამპზე”.

მიუხედავად იმისა, რომ ალექსის სანჩესს თამაშის უფლება არ მიუღია ის მატჩის განაცხადში შევიდა. შეხვედრას გამოტოვებს ჟორდი ალბა. გუნდს ასევე დააკლდება კარლეს პუიოლი, რომელიც კიდევ 1 თვეს იუქმებს.

 

როგორც წესი, ჩემპიონთა ლიგის შეხვედრის წინ გუნდმა ღამე სასტუმროში გაატარა. დღეს, 12 საათზე გუნდი მატჩის წინ ბოლო ვარჯიშს ჩაატარებს, 13:30 საათზე კი ფეხბურთელები სასტუმროში დაბრუნდებიან, სადაც შეხვედრის დაწყებამდე დაისვენებენ.

ეს კი ტიტო ვილანოვას განაცხადი: ვალდესი, პინტო, ალვესი, პიკე, ფაბრეგასი, ჩავი, ვილია, ალექსისი, მესი, ტიაგო, მასკერანო, ბუსკეტსი, პედრო, მონტოია, ადრიანო, სონგი, ბარტრა, ტელიო და დეულოფეუ.

 

                                  [media=http://www.youtube.com/watch?v=4EgnAvhlUVQ]

 

სურათები:



ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში