workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
კარგი ბალანსი საშინაო დებიუტების

კარგი ბალანსი საშინაო დებიუტების

”ბარსელონა”, რომელიც ჩემპიონთა ლიგის შეხვედრას ზეგ, მოსკოვის ”სპარტაკთან” გამართავს სადებიუტო შეხვედრებს საშინაო არენაზე წარმატებით ატარებს. ბოლო ასეთი 8 შეხვედრიდან გუნდმა 7 მატჩში გამარჯვება მოიპოვა. საშუალოდ სადებიუტო საშიანო შეხვედრებში გუნდს 3.4 გოლი გააქვს.

”ბარსა” არასდროს დამარცხებულა ჩემპიონთა ლიგის სადებიუტო შეხვედრებში, რომლებიც ”ნოუ კამპზე” გაიმართა. ასევე ასეთ შეხვედრებში გამარჯვება ნიშნავს, რომ გუნდი ყოველთვის გადის ჯგუფური ეტაპიდან.

ქულები და გოლები

ამ 8 შეხვედრაში გუნდს საშუალოდ 3.4 გოლი გააქვს. ყველაზე დიდი გამარჯვება გუნდმა 2 წლის წინ მოიპოვა, როცა 5:1 დაამარცხა ”პანათინაიკოსი”. ამ სეზონში გუნდმა ჩემპიონთა ლიგის ტიტულის მოგება შეძლო.

ბოლო 8 საშიანო სადებიუტო შეხვედრა

11/12 ”ბარსა” 2:2 ”მილანი”
10/11 ”ბარსა” 5:1 ”პანათინაიკოსი”
08/09 ”ბარსა” 3:1 ლისაბონის ”სოპრტინგი”
07/08 ”ბარსა” 3:0 ”ლიონი”
06/07 ”ბარსა” 5:0 ”ლევსკი”
02/03 ”ბარსა” 3:2 ”ბრიუგე”
00/01 ”ბარსა” 4:0 ”ლიდსი”
94/95 ”ბარსა” 2:1 ”გალათასარაი”

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward