მთავარ შიგთავსზე გადასვლა
ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
სავარჯიშო სესია ჩემპიონთა ლიგის ბურთით

სავარჯიშო სესია ჩემპიონთა ლიგის ბურთით

გუნდმა ”ხეტაფეს” დამარცხების შემდეგ მსუბუქი სავარჯიშო სესია ჩაატარა ჩემპიონთა ლიგის შეხვედრისთვის მოსამზადებლად.

ოთხშაბათს, ”ბარსელონა” საკუთარ არენაზე ჩემპიონთა ლიგის პირველ შეხვედრას ჩაატარებს მოსკოვის ”სპარტაკის” წინააღმდეგ. დღევანდელ ვარჯიშზე ფეხბურთელები პირველად შეეხნენ იმ ბურთს, რომელსაც ლიგის მატჩებზე გამოიყენებენ. გუნდი ხვალ დაისვენებს და ვარჯიშს სამშაბათს დაუბრუნდება.

ალბას გრიპი აქვს, ალექსისი აგრძელებს აღდგენას

ჟორდი ალბას, რომელმაც ”ხეტაფესთან” შეხვედრა გამოტოვა კვლავ გრიპი აქვს და ვერ ახერხებს გუნდთან ვარჯიშის ჩატარებას. ამავდროულად ალექსის სანჩესი აგრძელებს აღდგენით პროცესს და სესიის ნაწილი თანაგუნდელებთან ერთად ჩაატარა.

ფილიალის ფეხბურთელები

დღევანდელ სესიაზე პირველი გუნდის ფეხბურთელებთან ერთად ”ბარსა ბ”-ს 12 ფეხბურთელი ვარჯიშობდა: ტელიო, დეულოფეუ, მასიპი, ბანუსი, გომესი, არაუხო, კა, გუსტავო, ესპინოსა, რომანი, კუინტილა და დონგოუ. ასევე სანაბრია ასაკობრივი გუნდიდან.

 

                                   [media=http://www.youtube.com/watch?v=q0jymi7a_Tk]

სურათები:

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში