ჟორდი ალბა ხვალინდელ შეხვედრას ანდრეს ინიესტას და ალექსის სანჩესის მსგავსად გამოტოვებს. ესპანელმა ფეხბურთელმა გრიპის სწრაფად დამარცხება ვერ მოახერხა. თამაშის უფლება მიიღო კარლეს პუიოლმა.
ჟორდი ალბას, რომელმაც წინა 2 სავარჯიშო სესია გრიპის გამო გააცდინა თანაგუნდელებთან ერთად დღეს უნდა ევარჯიშა, თუმცა ფეხბურთელი კვლავ არ არის გამოჯანმრთელებული. ამგვარად ის გამოტოვებს პრიმერას მე-4 ტურის შეხვედრას. ”ხეტაფესთან” მატჩში ტიტო ვილანოვას გუნდს ვერ დაეხმარებიან ანდრეს ინიესტა, რომელსაც მყესები აქვს დაჭიმული და ალექსის სანჩესი, რომელმაც მარჯვენა ფეხის კუნთი გაიწყვიტა.
პუიოლმა თამაშის უფლება მიიღო
კარლეს პუიოლმა, რომელმაც სახის ძვალი ”ოსასუნასთან” შეხვედრაში გაიტეხა ექიმებისგან თამაშის უფლება მიიღო. მისი ფორმიდან გამომდინარე კაპიტანი მატჩის განაცხადში შევიდა. კაპიტანი დამცავი ნიღბით ”სიუტატ ესპორტივაზე” 21 ფეხბურთელთან ერთად ვარჯიშობდა. ტიტო ვილანოვამ მატჩის განაცხადში პირველი გუნდის 19 ფეხბურთელი შეიყვანა. განაცხადში არიან ”ბარსა ბ”-ს ფეხბურთელები, კრისტიან ტელიო და ჟერარდ დეულოფეუ. შეხვედრაში მონაწილეობას არ მიიღებენ ანდრეუ ფონტასი და ჯონათან დოს სანტოსი.
ალექსის სანჩესი თავის მხრივ მოედანზე ვარჯიშობდა, თუმცა თანაგუნდელებისგან განცალკევებით.
მატჩის განაცხადი კი ასეთია: ვალდესი, ალვესი, პიკე, პუიოლი, მასკერანო, სონგი, სესკი, ჩავი, ვილია, მესი, ტიაგო, პინტო, ბარტრა, ბუსკეტსი, პედრო, მონტოია, ადრიანო, ტელიო და დეულოფეუ.
სურათები:


























