კატალონიის “ბარსელონას” პრეზიდენტმა, სანდრო როსელმა განაცხადა, რომ კლუბი ესპანეთის პრიმერა დივიზიონში თამაშს განაგრძობს მიუხედავად პოლიტიკური ცვლილებებისა ესპანეთში.
“თუ კატალონია დამოუკიდებელი გახდება, “ბარსელონა” მაინც განაგრძობს პრიმერა დივიზიონში თამაშს. ამასთან დაკავშირებით არანაირი პრობლემა არ არსებობს. “მონაკო” კვლავ განაგრძობს საფრანგეთის ჩემპიონატში თამაშს და ეს ნებადართულიც არის” – ციტირებს როსელის სიტყვებს El Mundo Deportivo.
შეგახსენებთ, რომ სამშაბათს 1,5 მილიონი ადამიანი გამოვიდა მიტინგზე იმ მოთხოვნით, რომ კატალონიამ დამოუკიდებლობა მიიღოს. “ბარსელონას” პრეზიდენტი სანდრო როსელი ესწრებოდა ამ ღონისძიებას.



