ის ფეხბურთელები, რომლებიც სანაკრებო შეხვედრებში ღებულობდნენ მონაწილეობას უკვე ბარსელონაში იმყოფებიან. დღეს, ყველაზე გვიან გუნდს დაუბრუნდნენ ლეო მესი, ხავიერ მასკერანო და ალექსის სანჩესი.
მესი და მასკერანო შესანიშნავ ფიზიკურ კონდიციებში იმყოფებიან და ”სიუტატ ესპორტივაზე” თანაგუნდელებთან ერთად დაიტვირთნენ. ალექსის სანჩესი კი თავის მხრივ კუნთის ტრავმის გამო პრიმერას უახლოეს შეხვედრას გამოტოვებს.
”9” ნომრის მსგავსად ”ხეტაფესთან” შეხვედრას გამოტოვებს ანდრეს ინიესტა, რომელსაც მყესები აქვს დაჭიმული. ჟორდი ალბა, რომელსაც გრიპი აქვს თანაგუნდელებს ვარჯიშებზე ხვალ შეუერთდება. მისი მონაწილეობა ”კოლისეუმ ალფონსო პერესზე” გასამართ შეხვედრაში გამორიცხული არ არის.
დღევანდელი სავარჯიშო სესია იყო პირველი, რომელზეც ტიტო ვილანოვას განკარგულებაში ყველა ფეხბურთელი იმყოფებოდა ”ხეტაფესთან” მატჩისთვის მოსამზადებლად. როგორც წესი, პირველ გუნდთან ერთად ვარჯიშობდა კრისტიან ტელიო. მომდევნო სავარჯიშო სესია ხვალ გაიმართება.
[media=http://www.youtube.com/watch?v=wHKKFblLLv8]



